"არ მინდა, ვინმემ ნახოს, რომ მოწყენილი ვარ" - როგორია ლიზა ბაგრატიონი მაშინ, როცა სცენის შუქი ქვრება - Marao

"არ მინდა, ვინმემ ნახოს, რომ მოწყენილი ვარ" - როგორია ლიზა ბაგრატიონი მაშინ, როცა სცენის შუქი ქვრება

2026-05-11 19:17:02+04:00

„სახლური ლიზა შეიძლება ძალიან მოწყენილიც იყოს. თუ არ ვარ ღიმილის ხასიათზე, სახლში ვრჩები, რადგან არ მინდა, ვინმემ ნახოს, რომ მოწყენილი ვარ.

მახსოვს, ბებია მეუბნებოდა, რა გაჭირვებაც უნდა გქონდეს, არავის უთხრა, რომ ცუდად ხარ, ყველას უპასუხე, რომ კარგად ხარო.

ჩემი და დღემდე სულ ასე პასუხობს – ყველაზე კარგად. ვეუბნები ხოლმე, თამუნა, შეიძლება ვიღაცას არ სიამოვნებს-მეთქი, მაგრამ ჩემთვის ვიძლევი ამ პასუხსო…“

  • თამარ ბაგრატიონის გამოსვლა ქართულ ენაზე: მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე გლობალურ სამიტზე "ერთად უკეთესი მომავლისთვის"

როგორია ლიზა ბაგრატიონი ეკრანს მიღმა და როგორია მისი ცხოვრება მაშინ, როცა ვერავინ ხედავს - ამის შესახებ მომღერალმა "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ისაუბრა. 

LIZA

ლიზა ბაგრატიონი - ოჯახი და კარიერა

საოცარი ხმა, მომნუსხველი გარეგნობა და დაუვიწყარი ღიმილი - ეს ლიზა ბაგრატიონის სავიზიტო ბარათია. მას დიდი და საინტერესო ოჯახი აქვს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი განვლილი გზა მუსიკალურ სამყაროში - ლიზა  1998 წელს დასახელდა საუკეთესო ქალ მომღერლად. 

  • 4 ხმაურიანი რომანი, პრეზიდენტი სიძე და სიყვარულით სავსე განვლილი გზა: ლიზა ბაგრატიონის ცხოვრება კამერებს მიღმა

ლიზა ბაგრატიონი 1974 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1996 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი იყო გაზეთ „The Georgian Times“ პასუხისმგებელი რედაქტორი, ასევე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 

მიუხედავად განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებისა, ლიზამ ამ მიმართულებით განათლების მიღება არ მოისურვა - ისწავლა ინგლისური ენა და მუშაობაც ამ მიმართულებით დაიწყო. სწორედ ამის წყალობით აღმოჩნდა ის ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს აშშ-ში, სადაც იქაურ ცხოვრების წესს, განათლებასა და კულტურას ეზიარა. ეს მისი ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი იყო. 

ახლა ლიზა ბაგრატიონი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმად, განსაკუთრებული შარმისა და ნიჭის სიმბოლოდ ითვლება - სცენაზე თუ სცენის მიღმა, მისი გულშემატკივრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.