ყველასთვის საყვარელი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა ცოტა ხნის წინ დედა გახდა. სალომე პირად ცხოვრებას განსაკუთრებით მალავს კამერებისგან, ამ დიდი სიახლის შესახებაც მხოლოდ პატარა სანდროს დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაწერა.
ამჯერად სალომე ჭაჭუა გვიზიარებს ვიდეოს, როგორია მისი ცხოვრება ახლა და რას ნიშნავს მისთვის დედის ამპლუა. მშვენიერი მოცეკვავე, დედობის პარალელურად, დროს უთმობს საკუთარ თავს - ვარჯიშს, თავის მოვლას, პირად სივრცესა და ინტერესებს. "ჩემი პატარა დღიური ვიდეო ფორმატში" - წერს სალომე და ვიდეოს აქვეყნებს.

სალომე ჭაჭუა - განვლილი გზა და კარიერა
სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან". ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
სალომე ჭაჭუა დაქორწინებული იყო ცნობილ ქართველ მსახიობსა და ტელესახეზე, გიორგი ვარდოსანიძეზე. სალომესა და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ, მალევე კი იქორწინეს, თუმცა მათი ურთიერთობა დასრულდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ვაჟის დედა გახდა. პატარას სანდრო დაარქვეს.
"ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის", - წერდა სალომე.