განაცხადების მიღება გრძელდება: მიეცი შენს ამბავს შანსი, იქცეს წიგნად! - Marao

განაცხადების მიღება გრძელდება: მიეცი შენს ამბავს შანსი, იქცეს წიგნად!

2026-05-13 12:24:10+04:00

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალმა ლიტერატურულმა პროექტმა „ამბიდან - წიგნამდე“ მოლოდინს გადააჭარბა - დაინტერესება იმდენად დიდია, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენი მნიშვნელოვანი და უთქმელი ისტორია ელოდება თავის დროს.

ჩვენ გვიხარია თითოეული თქვენგანის ენთუზიაზმი, თუმცა ვიცით, რომ ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ ყოყმანობს: „არის კი ჩემი ამბავი საკმარისად საინტერესო?“, „შევძლებ კი…?“

ეს პროექტი სწორედ მათთვისაა, ვინც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს. ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და პროფესიული სივრცე, სადაც გამოცდილი მწერლები, დრამატურგები, ფსიქოლოგები დაგეხმარებიან, რომ პირადი გამოცდილება სრულფასოვან ლიტერატურულ ნაწარმოებად აქციოთ.

რატომ უნდა დარეგისტრირდე ახლავე?

  • აღმოაჩინე საკუთარი თავი: შემოქმედებითი წერა საუკეთესო გზაა ტრავმებისა და ემოციების გადასამუშავებლად.
  • ისწავლე საუკეთესოებისგან: შენს გვერდით იქნებიან აღიარებული მწერლები, ქალები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს.
  • გახდი ავტორი: პროექტის დასრულებისას თქვენი ნაწარმოებები დაიბეჭდება კრებულში, რომელსაც „პალიტრა L“ გამოსცემს.

შეგახსენებთ დეტალებს:

  • პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 25+ წლის ქალებს.
  • აპლიკაციების მიღება სრულდება 25 მაისს.

ნუ დაკარგავ დროს, გადადგი ნაბიჯი შემოქმედებისკენ!  დარეგისტრირდი აქ: https://forms.gle/iNQyYzzeqAvv1qau8

ამბიდან - წიგნამდე - ვსაუბრობთ, ვიაზრებთ, ვწერთ.

R