82 წლის დივა: როგორ ინარჩუნებს დაიანა როსი წლების შემდეგაც საკულტო იმიჯს - სტილის გაკვეთილები ლეგენდისგან - Marao

82 წლის დივა: როგორ ინარჩუნებს დაიანა როსი წლების შემდეგაც საკულტო იმიჯს - სტილის გაკვეთილები ლეგენდისგან

2026-05-13 13:43:45+04:00

სავსებით შესაძლებელია, 60-იანი წლების Motown-ის ლეგენდარულ გოგონათა ბენდს, The Supremes-ს, წარმატებისთვის რომ არ მიეღწია, დაიანა როსი დღეს წარმატებული კოსმეტოლოგი ყოფილიყო. მართალია, საბოლოოდ მისმა ფენომენალურმა ნიჭმა მსოფლიო დაიპყრო, თუმცა დიდებამდე მომღერალი სილამაზის ხელოვნებას კოსმეტოლოგიის სკოლაში ეუფლებოდა. მისი 1962 წლის ფოტოებიც კი მოწმობს, რომ სილამაზის აღქმა და დახვეწილი გემოვნება მასში თავიდანვე კოდირებული იყო. თუმცა, თუ მის 2025 წლის Met Gala-ს გამოჩენას შევაფასებთ, დავინახავთ, როგორ გარდაიქმნა მისი სტილი წლების განმავლობაში ბევრად უფრო თავდაჯერებულ, დრამატულ და ეპატაჟურ იმიჯად.

diana-rose

  • 81 წლის დაიანა როსის შთამბეჭდავი დაბრუნება: 22 წლის შემდეგ ლეგენდარული მომღერალი Met Gala-ზე გამოჩნდა 

დაიანა როსის თამამი ექსპერიმენტები ვარცხნილობებსა თუ ფერებზე ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი კარიერული გზა. აი, როგორ იცვლებოდა მისი მოდური ფილოსოფია ათწლეულების მიხედვით:

  • 60-იანი წლები: სინქრონული ელეგანტურობა კარიერის დასაწყისში

დაიანა ირჩევდა კლასიკურ, საგულდაგულოდ შერჩეულ კოსტიუმებს, რომლებიც იდეალურად ეხამებოდა ბენდის სხვა წევრების სამოსს. ეს იყო დახვეწილი და მოკრძალებული გლამურის ხანა.

diana-ross

  • 70-80-იანი წლები: მაღალი მოდის ბრწყინვალება

ეს პერიოდი დაიანას გარდერობში მაღალი მოდის სტანდარტით გამოირჩეოდა. მან დაიწყო საკუთარი ინდივიდუალიზმის ხაზგასმა და უფრო მდიდრული მასალების გამოყენება.

  • 80-იანების შემდეგ: მაქსიმალისტური დივას დაბადება

სწორედ ამ დროიდან ჩამოაყალიბა მან თავისი საფირმო სტილი. გიგანტური მოცულობის თმა და თავისუფლად გაშლილი კულულები მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

diana-ross

 დრამატიზმი, როგორც თვითგამოხატვა - დიანა როსის საიდუმლო 

დაიანა როსის თამამი მაკიაჟი წლების განმავლობაში მის ვარცხნილობასა და გარდერობს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ხელოვნური წამწამები, გამოკვეთილი წარბები და ფერების ნამდვილი ფეიერვერკი - დაწყებული ვარდისფერი ჩრდილებით, დასრულებული "მზის ამოსვლის" ეფექტის მქონე რუჯით, რაც მისი საფირმო ნიშანი გახდა. მას 2026 წელს 82 წელი შეუსრულდა, სტილის თვალსაზრისით პოზიციების დათმობას არ აპირებს და კვლავაც ერთგული რჩება საკუთარი თავის.

diana-ross

დოლი პარტონის მსგავსად, როსის ვარცხნილობები საკულტო და მომენტალურად ამოცნობად სიმბოლოდ იქცა. თავად მომღერალს არაერთხელ უღიარებია, რომ კარიერის განმავლობაში, The Supremes-ის პერიოდიდან დღემდე, ხშირად იყენებდა პარიკებსა და თმის დანამატებს სასურველი ეფექტის მისაღწევად.

  • 5 შვილი, ბრწყინვალე კარიერა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება - დაიანა როსის ცხოვრების უცნობი დეტალები 

diana-rose

თუმცა, გარდა ცნობილი მოცულობითი კულულებისა, დიანას ისტორიას თმის აქსესუარების რამდენიმე დაუვიწყარი მომენტიც შემორჩა:

  • ყვავილების ერა (1973 წელი): ამ პერიოდში მან თმაში ყვავილების ჩაბნევა ბილი ჰოლიდეის პატივსაცემად დაიწყო. საინტერესოა, რომ ეს იმიჯი დღესაც საოცრად აქტუალურია თანამედროვე "Cottagecore" ესთეტიკის მოყვარულთათვის.
  • ბადისებრი თმის სამაგრი (1982 წელი): ამ თამამმა აქსესუარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის სწრაფვას მაღალი გლამურისკენ, რომელიც მხოლოდ ნამდვილ დივას შეეფერება.

ეს სწორედ ის 70-იანი და 80-იანი წლების სითამამეა, რომელიც დროს უძლებს და დღევანდელ მოდურ ტენდენციებშიც კი იდეალურად ჯდება.

diana-ross

წყარო: glam.com