" ჩვენი ქვეყანა და ხალხი თითქოს ისევ გაერთიანდა, საოცრად იგრძნობოდა ერთსულოვნება" - სამეფო ოჯახი პატრიარქის ინტრონიზაციაზე - Marao

"ჩვენი ქვეყანა და ხალხი თითქოს ისევ გაერთიანდა, საოცრად იგრძნობოდა ერთსულოვნება" - სამეფო ოჯახი პატრიარქის ინტრონიზაციაზე

2026-05-14 13:29:37+04:00

საქართველოს სამეფო ოჯახი იოანე ბაგრატიონი და ქრისტინე ძიძიგურია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III-ის ინტრონიზაციას ესწრებოდნენ. ქრისტინემ ინტრონიზაციიდან კადრებიც გააზიარა

"უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III-ს ინტრონიზაცია.

12 მაისს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 21-ე საუკუნეში პირველად სვეტიცხოვლის უძველეს და ყველაზე ისტორიულ ტაძარში ეკურთხა საქართველოს 142-ე პატრიარქი. საქართველოს ქრისტიანულ ეკლესიას ავტოკეფალიის 1700 წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ასევე ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.

პატრიარქის ინტრონიზაცია საოცარი ცერემონია იყო, სადაც ყველას შეეძლო თავისუფლად დასწრება და ამ მომენტის გაზიარება. ჩვენი ქვეყანა და ხალხი თითქოს ისევ გაერთიანდა, საოცრად იგრძნობოდა ერთსულოვნება. ჩვენთან ერთად ესწრებოდა ჩვენი ბაგრატიც.

ვულოცავ მის უწმინდესობას და ქართველ ხალხს" - წერს ქრისტინე ბაგრატიონი.

kristine-bagrationi

kristine-bagrationi

kristine-bagrationi

  • შიო მუჯირის ინტერვიუ: "არ იკარ­გე­ბა, რაც მა­რა­დი­უ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, სიბ­რძნე, სიმ­დაბ­ლე" 

ქრისტინე ძიძიგური და იოანე ბაგრატიონის ოჯახი 

წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

"პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა".

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.

მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.

პრინცი ხუანის მშობლები 2005 წელს განქორწინდნენ და მამა 2009 წელს ხელახლა დაქორწინდა ფრანსუაზა კაზაუდეჰორზე. 

წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნო. მათი ქორწილი გადაიდო საქართველოში სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების გამო, რასაც ხუანის მამის ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემატა. 

"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი პრინცი.

"ხუ­ა­ნი საფ­რან­გეთ­ში გა­ვი­ცა­ნი, მი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად რომ გა­იც­ნოს, ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი სჭირ­დე­ბაო. ხუ­ანს კი უთხრეს, ქრის­ტი­ნეს დიდი გეგ­მე­ბი აქვს და სხვა რამე არც იფიქ­როო, თუმ­ცა, როცა ჩემი სუ­რა­თე­ბი უნა­ხავს, თურ­მე, თა­ვი­დან­ვე მო­ვე­წო­ნე. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, მომ­წე­რა თბი­ლის­ში ვარო, ვუ­თხა­რი, მე ხვალ მოვფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­ში-თქო. როცა ჩა­მო­ვე­დი და ტე­ლე­ფო­ნი ჩავ­რთე, პირ­ვე­ლი მე­სი­ჯი ხუ­ანს ჰქონ­და გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, მერე შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით - ჩემი სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი" - იხსენებდა ქრისტინე.