ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მოდის მწვერვალზე: ქართველი მოდელი Dior-ისა და CHANEL-ის ჩვენებებზე - Marao

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მოდის მწვერვალზე: ქართველი მოდელი Dior-ისა და CHANEL-ის ჩვენებებზე

2026-05-14 11:51:57+04:00

ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში (LACMA), კალიფორნიაში, 2026 წლის 13 მაისს Dior-ის კრუიზ-შოუს (Dior Cruise Show) გაიმართა. ჩვენებას მაილი საირუსი, მაკოლეი კალკინი, მაილს ტელერი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი დაესწრო. მანამდე, 2026 წლის 28 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში CHANEL-ის 2026/27 წლების კრუიზ-კოლექცია დიზაინერმა მატიე ბლაზიმ წარადგინა. 

Dior-ისა და CHANEL-ის ჩვენებებზე ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი გამოვიდა. 

babluani

nastia

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის წარმატების გზა

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ასევე საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანია. ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

  • "მწვერვალებს იპყრობს" - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი გამოსვლა JACQUEMUS-ის ჩვენებაზე

odels.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში,  Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan. ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

  • ოლგა ბაბლუანის უახლესი ინტერვიუ: ამბავი ოჯახზე, მშობლებსა და შვილებზე, გავლილ გზაზე - "ცხოვრების რაღაც მომენტში მსახიობობა არ მაინტერესებდა და მივხვდი, რომ განვითარება მჭირდებოდა"

ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს.