ქართულ-უკრაინული სიყვარულის ისტორია - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ოჯახზე, შვილებსა და განვლილ გზაზე - Marao

ქართულ-უკრაინული სიყვარულის ისტორია - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ოჯახზე, შვილებსა და განვლილ გზაზე

2026-05-15 13:25:28+04:00

მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ - ერთგულებით, სილაღითა და განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულს წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. გიგი და მარინა ცოტა ხნის წინ გვანცა დარასელიას პოდკასტის სტუმრები იყვნენ, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, განვლილ გზასა და ოჯახზე ისაუბრეს: 

 gigi-dedalamazishvili

  • ზამთრის ცივი დღეები ტროპიკულ კუნძულზე: მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის დაუვიწყარი მოგზაურობა 

მარინას და გიგის ინტერვიუ

მარინამ აღნიშნა, რომ თავიდან ენის არცოდნის გამო ძალიან უჭირდა კომუნიკაცია. როგორც აღმოჩნდა, ქართული ტემპერამენტი და ხმამაღალი საუბარი მარინასთვის ხშირად ჩხუბთან ასოცირდებოდა.

"თავიდან ჩემთვის ძალიან რთული იყო 8 საათი სუფრასთან ჯდომა, რადგან 8 საათი ზიხარ და ვერაფერს ვერ ხვდები. ზოგჯერ გგონია ჩხუბობენ და ვერ ვხვდებოდი რა ხდება. ერთხელ გიგიმ ციცის დაურეკა და ხმამაღლა ლაპარაკობდა, მეგონა ჩხუბობდა და მითხრა, რომ ერთმანეთი უბრალოდ მოიკითხეს. ენა რომ არ გესმის, არც კონტექსტი გესმის და არც არაფერი. თავიდან ძალიან მიჭირდა, მხოლოდ სიმღერები მესმოდა. "მგზავრები" ძალიან დამეხმარა," - ამბობს მარინა. 

  • 13-წლიანი ქორწინება და ტრადიცია, რომელსაც წყვილი არ ღალატობს - როგორ აღნიშნავენ გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ქორწინების იუბილეს 

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა გიგის მონათხრობი შვილებთან ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ცდილობს ბავშვებს მაქსიმალურად დატვირთული და საინტერესო გრაფიკი ჰქონდეთ, ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც დროის დეფიციტი რჩება.

"ვცდილობთ ბავშვები იმაზე ვატაროთ, რაც თვითონ მოსწონთ. 6 საათამდე სკოლაში არიან, შემდეგ ან კარატე აქვთ ან - ინგლისური, ფრანგული და ხატვა. სახლში, რომ მოდიან ერთი საათი აქვთ თავისუფალი დრო და 9 საათზე უკვე ვიწყებთ, რომ დავიძინოთ.

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა დროის ნაკლებობაა. ბავშვები ისედაც დატვირთულები არიან და რომ მოდიან ზოგჯერ მე ვერ ვახერხებ მათთან საუბარს. ზოგჯერ სინდისიც მქენჯნის, მაგრამ როცა სალაპარაკოდ შევდივარ მეუბნებიან - აუ, მამა, გადი რა! - უკვე გაიზარდნენ და ის დრო გასულია. 

  • "სპონტანური გადაწყვეტილებების თვე, არასაჭიროსგან გათავისუფლების თვე" - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე 

პირველ-მეორე კლასში ლიზი სკოლიდან, რომ მოდიოდა ყველაფერს ყვებოდა, მაგრამ ახლა ამბობს - ყველაფერი კარგად არის - ამ დროს, დამრიგებელს რომ ველაპარაკები, რაღაცები ხდება, მაგრამ არ ამბობს," - ამბობს გიგი.