ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.
მას შემდეგ ნანუკა გულუა არაერთი გასართობი შოუს წამყვანისა თუ სტუმრის ამპლუაში ვიხილეთ - მისი გულშემატკივრებისთვის კი კომუნიკაციის მთავარი გზა მაინც სოციალური ქსელია. სწორედ ამ არხით ინარჩუნებს ის აქტუალურობას, პოპულარულობასა და ხალხის სიყვარულს.

ნანუკა გულუას ინტერვიუ
ამჯერად ნანუკა გულუა ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსში გამოჩნდა - სრულ ეპიზოდს მაყურებელი კვირას, 24 მაისს იხილავს. ანონსიდან ჩანს, რომ მსახიობი არაერთ თემაზე ისაუბრებს, მათ შორის, რთულ პერიოდზე, ოჯახზე, აქამდე უცნობ ამბებსა და ძმაზე, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ეძებს.
„ვემზადებოდი რომ ამას მკითხავდი და ეს არ უნდა დამმართოდა…“
„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია”.
“გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, არასოდეს არავისთვის, ჩემი მეგობრისთვისაც არ მომიყოლია“.
„ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ვიღაც 2 ქალთან ერთად, ამ ბავშვს მაგლეჯენ და მიჰყავთ. ან ახლა უნდა მოვიკლა თავი, ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა“.
„ძალიან ბევრჯერ გარდავიცვალეთ მასთან ერთად”.
„უკვე მეშვიდე წელია, ერთი დღე არ დამისვენია და ვეძებ ჩემს ძმას. გეფიცებით სამ შვილს, არასოდეს თქვენს ვინაობას არ გავთქვამ”.