კანის 79-ე კინოფესტივალის ფარგლებში გამართული გალა-ღონისძიება "ქალები კინოში" ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი სტუმრებით, თუმცა წელს ყურადღების ცენტრში გერმანელი მსახიობი, დაიან კრუგერი მოექცა. ეს ფაქტი ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსახიობმა არჩევანი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე შეაჩერა. სამოსი დიზაინერისთვის დამახასიათებელი გეომეტრიული სიზუსტით გამოირჩეოდა.

დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, ცნობილი ქართველი დიზაინერია, რომელიც ლონდონში საქმიანობს.
დევიდ კომამ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი რვა წლის ასაკში აღმოაჩინა. მიზნების მისაღწევად, დავითმა სახვითი ხელოვნება შეისწავლა სანქტ - პეტერბურგში, ის ასევე მონაწილეობას იღებდა დიზაინერულ კონკურსებში 13 წლიდან და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.
2003 წელს დავითი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად პრესტიჟულ ცენტრალ სენ მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში სასწავლად. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და დიზაინში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2009 წელს აპრილში მან მოიპოვა მაგისტრის სპეციალობა ლუიზა ვილსონის ხელმძღვანელობით. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მოდის კვირეულზე პირველი ადგილი დაიკავა და ჰაროდსის დიზაინის ჯილდო მოიპოვა.

დამთავრებისთანავე, დევიდ კომამ ჩამოაყალიბა თავისი ბრენდი და მას შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე იღებს მონაწილეობას. წლების განმავლობაში ბრენდს უამრავი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, Vauxhall Fashion Scout 2009 წელს, NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს და Fashion Forward 2013 წელს.
2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე დევიდს ეკავა Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოზიცია.
"დევიდ კომახიძისთვის შთაგონების მთავარი წყარო ძლიერი ქალია – ქალი, რომლისთვისაც მიუღწევადი არაფერია"
David Koma-ს 2017/18 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ჩოხით იყო ინსპირირებული, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2018 და 2019 წლებში დევიდ კომა შეირჩა ბრიტანეთის მოდის საბჭოს / მოდის ფონდის წევრად.
დაიან კრუგერი გერმანელი მსახიობი და ყოფილი მოდელია. დაიანი რომაულ-კათოლიკური სულისკვეთებით აღიზარდა და კათოლიკური სკოლა დაამთავრა. დაიანს ალკოჰოლი 20 წლამდე გასინჯული არ ჰქონდა, რადგან მამამისისგან არც თუ სახარბიელო მაგალითი ჰქონდა თვალწინ. დაიანთან ერთად იზრდებოდა მისი უმცროსი ძმა შტეფანიც. დედამისმა ქალიშვილი სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში მოახვედრა, რათა დაიანს ინგლისური ენის ცოდნა გაეუმჯობესებინა. მოზარდობისას დაიანს ბალერინობა სურდა, ამიტომაც ლონდონის სამეფო საბალეტო სკოლაში ჩაეწერა კურსებზე. მაგრამ ფეხი დაიშავა და ბალერინის კარიერასაც ჩამოშორდა. დაიანი პარიზში გაემგზავრა და მოდელის კარიერა დაიწყო.

1997 წელს მან ლუკ ბესონის „მეხუთე ელემენტის“ გადაღებისას სინჯები გაიარა, მაგრამ იმხანად ფრანგულის ენის არასაკმარისად ცოდნის გამო როლი ვერ მიიღო. თუმცა სწორედ ბესონმა ურჩია დაიანს გვარი შეემოკლებინა და კრუგერი გამხდარიყო. პარიზში ყოფნისას École Florent-ში მსახიობის ოსტატობის კურსების გავლა დაიწყო და პედაგოგების ქებაც დაიმსახურა.
დაიანის დებიუტი 2002 წელს შედგა მცირებიუჯეტიან ფილმში „ვირტუოზი“, რომელიც რეჟისორმა ჟან-პიერ რუმ გადაიღო