მარიამ კუბლაშვილისა და ლევან ხურციას წყვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესიები აქვთ - მარიამი იურისტია, ლევანი კი - მსახიობი. განსხვავებულია მათი ცხოვრების რიტმი, ყოველდღიური რუტინა, თუმცა წყვილი უკვე არაერთი წელია, ახერხებს შეუნარჩუნოს ოჯახური იდილია. სწორედ სიყვარულსა და ურთიერთობაზე ისაუბრეს მარიამ კუბლაშვილმა და ლევან ხურციამ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში, მარიამ გაბედავას რუბრიკაში “სხვანაირ დილა”.

მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია ურთიერთობასა და სიყვარულზე
ლევან ხურცია:
„ჩვენ ერთად არასდროს ვჩნდებით, კაფეებსა და რესტორნებში ერთად არ დავდივართ - ჩემთვის სიყვარული და ურთიერთობა ახსნადი არ უნდა გახდეს, მაგრამ წყვილს შორის უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც მათ იზიდავთ“.
მარიამ კუბლაშვილი:
„ბევრი რამ უნდა მოითმინო, ბევრი რამ უნდა ისწავლო - სიყვარუსლ წყლის დასხმა და მოვლა სჭირდება. ურთიერთობას წლების მანძილზე უნდა მოუარო და გაუფრთხილდე“.
