ლეგენდარული იტალიელი მსახიობი საქართველოშია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ანანიაშვილი - Marao

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი საქართველოშია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ანანიაშვილი

2026-05-19 12:45:46+04:00

საქართველოში იტალიის საელჩოსა და ფონდის "ცხოვრება მშვენიერია" ორგანიზებით კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება და მხარდაჭერა იყო. საქველმოქმედო საღამოს ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი დაესწრო. 

ქართველი პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილი ორანელა მუტისთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს:

"დიდი პატივია ლეგენდარულ ორნელა მუტისთან შეხვედრა ფონდ "La Vita è Bella-სა" და იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში ორგანიზებულ ულამაზეს საქველმოქმედო საღამოზე.

მისი ხელოვნება და ფილმები ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მასთან პირადად შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული იყო," – წერს ნინო ანანიაშვილი. 

nino-ananiashvili

nino-ananiashvili

ნინო ანანიაშვილი

ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა. ცნობილია ასევე მისი მეუღლე, პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძეც. 

ნინო ბალეტით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. მისი კარიერა არაერთ დიდ თუ მცირე წარმატებას ითვლის. 1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება. 1999 წლის დეკემბერში ნ. ანანიაშვილს გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი“. 2002 წელს ნინო ანანიაშვილი დასახელდა ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად, რომელიც ბალეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ჯილდოს წარმოადგენს. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც იაპონიაში გადაუხადეს საბალეტო მოღვაწეობის ათი და ოცი წლის იუბილე.

  • მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს - ნინო ანანიაშვილის ოჯახი და კარიერა 

nino-ananiashvili

ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. 

გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს ორი შვილი, ნოდარი და ელენე. ელენე ნინოსა და გრიგოლის საერთო შვილია. 

ვინ არის ორნელა მუტი

ორნელა მუტი იტალიელი მსახიობი და მოდელია, რომელიც 1955 წლის 9 მარტს რომში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია ფრანჩესკა რომანა რიველი. კინოში პირველად ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში გამოჩნდა და მალევე გახდა იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე.

ornela-muti

  • ლეგენდარული ადრიანო ჩელენტანოს ცხოვრება და კარიერა: სად არის და როგორ ცხოვრობს მომღერალი დღეს 

ორნელა მუტიმ განსაკუთრებული პოპულარობა 1970-80-იან წლებში მოიპოვა. მან ითამაშა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ ფილმებში და საერთაშორისო აღიარებაც მიიღო. განსაკუთრებით ცნობილია ფილმებით Flash Gordon, Il bisbetico domato და Innamorato pazzo, სადაც მისი პარტნიორი იყო ადრიანო ჩელენტანო.

მისი კარიერა რამდენიმე ათწლეულს მოიცავს და დღემდე რჩება იტალიური კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ელეგანტურ ვარსკვლავად.