"ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მეუღლე და სიყვარულმა სასწაული მოახდინა" - მსახიობ თამარ ტყემალაძის წონის კლების გზა - Marao

"ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მეუღლე და სიყვარულმა სასწაული მოახდინა" - მსახიობ თამარ ტყემალაძის წონის კლების გზა

2026-05-19 13:53:34+04:00

თამარ ტყემალაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით მოიპოვა. მანამდე კი ასევე ყველასთვის საყვარელ სერილაში „შუა ქალაქში“ მაცაცოს როლი განასახიერა. 

თამარ ტყემალაძის მიერ შექმნილი პერსონაჟების სია განსაკუთრებით მრავალფეროვანია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სპექტაკლებში: ''დედამიწა კი მიჰქრის", "ალადინი", "ურჩხული და ლამაზმანი", "მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები", "საახალწლო ნაძვის ხე" და სხვ. 

tamar-tkemaladze

თამარ ტყემალაძე ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ვიზუალური ცვლილების გამო - მან 40 კილოგრამი დაიკლო და ამის მთავარ მიზეზად სიყვარულს ასახელებს. წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე მსახიობმა ჟურნალ „სარკეს“ უამბო: 

თამარ ტყემალაძის წონის კლების გამოცდილება

„როცა წონა ძალიან გამექცა, გადავწყვიტე, სწორი კვებით დამეკლო და მართლაც დავიკელი. მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მეუღლე, დათო ჟღენტი და სიყვარულმა სასწაული მოახდინა, კლება უფრო დავიწყე.

ანალიზები ჩავიტარე და ექიმმა მითხრა, რომ სწორ კვებაზე უნდა გადავსულიყავი. დღეში მინიმუმ სამჯერ და მაქსიმუმ ოთხჯერ უნდა იკვებო. ჩემი ორგანიზმი მაშინვე დაემორჩილა სწორ კვებას, რადგან ერთ თვეში უკვე საკმაოდ დავიკელი…

tkemaladze

ჩვენ ერთმანეთს თეატრში შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი. ერთ-ერთი სტიმული, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი, სიყვარულიც იყო, თავისთავად. ძალიან კარგი რაღაცები ხდება, როცა შეყვარებული ხარ…“