რას წერს მარიამ გეგუჩაძე დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ: "დედაჩემი, ნანუკა ჟორჟოლიანი, დააკავეს არა ძალადობის, არა კანონის დარღვევის..." - Marao

რას წერს მარიამ გეგუჩაძე დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ: "დედაჩემი, ნანუკა ჟორჟოლიანი, დააკავეს არა ძალადობის, არა კანონის დარღვევის..."

2026-05-19 15:43:34+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

ტელეწამყვანი, შპს „ნანუკას ფონის“ დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო ნანუკა ჟორჟოლიანს გასულ წელს, 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა. საქმის მოსამართლე დავით მაკარაძეა.

nanuka-zhorzholiani

განდხაცემა მედიასთან უკვე გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა, თეონა ზაქარაშვილმა და მოასამართლის გადაწყვეტილება “სადამსჯელო ღონისძიებად“ შეაფასა:

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო," - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავების შესახებ დაწერა მისმა უფროსმა შვილმა, ატივისტმა მარიამ გეგუჩაძემაც: 

"წარმოიდგინეთ, რომ ვინმეს 3 დღით აპატიმრებენ მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო.

ეს არის რეალობა დღევანდელ საქართველოში. დედაჩემი, ნანუკა ჟორჟოლიანი, დააკავეს არა ძალადობის, არა კანონის დარღვევის, არამედ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

mariam-geguchadze