სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ჯვარი 2018 წლის 19 მაისს უინძორში დაიწერეს. მას შემდეგ წყვილს ორი შვილი, პრინცი არჩი და პრინცესა ლილიბეთი შეეძინა.
მათი ჯადოსნური ქორწილიდან რვა წლის შემდეგ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკილმა საიუბილეო თარიღი ქორწილის აქამდე უცნობი ფოტოების გამოქვეყნებით აღნიშნეს. წყვილი ამ მნიშვნელოვან თარიღს, სავარაუდოდ, მონტეციტოში, საკუთარ სახლში შვილებთან ერთად ზეიმობს.
პოსტში სასექსის ჰერცოგინიამ უინძორის ციხესიმაგრეში გამართული ცერემონიის ფოტოები გააზიარა. მათ შორის არის კადრი კულისებიდან, სადაც წყვილი ოფიციალური პორტრეტისთვის პოზირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფოტო ნაჩვენები იყო Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში "Harry & Meghan", მეგანმა რამდენიმე სრულიად ახალი, ექსკლუზიური ფოტოც გაასაჯაროვა. ორივე პოსტის აღწერაში მან დაწერა: "რვა წლის წინ, დღეს" და მადლობა გადაუხადა მათ "საოცარ" ფოტოგრაფს, კრის ალერტონს.





ცხოვრება სამეფო მოვალეობების შემდეგ
მიუხედავად კარგი დასაწყისისა, მეგან მარკლის ცხოვრებაში მალევე დაიწყო დაძაბულობა. მეგანი და ჰარი ხშირად ხდებოდნენ მედიის თავდასხმების მსხვერპლი. ბრიტანულ პრესაში ვრცელდებოდა მრავალი ჭორი მეგანის წინააღმდეგ, დაწყებული პერსონალთან კონფლიქტებით და დამთავრებული - ფინანსების უაზროდ ხარჯვით. მედია მათ კრიტიკას არ წყვეტდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მეგანმა განაცხადა: "მე უბრალოდ არ მეგონა, რომ ცხოვრება ასეთ სირთულეებთან ერთად მომიწევდა. და როცა ხალხმა მკითხა, როგორ ვარ... ვერავინ ვერ გაიგო, რამდენად ცუდად ვგრძნობდი თავს".
ჰარის განცხადებით, მათ სამეფო ოჯახის შიგნითაც არ ჰყავდათ მხარდამჭერები: "ჩემი ოჯახი არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაეცვა მეგანი მედიასთან ბრძოლაში. ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი."

2020 წლის იანვარში წყვილმა ოფიციალურად დააანონსა, რომ აღარ იქნებოდნენ სამეფო ოჯახის "უფროსი წევრები", დატოვებდნენ სამეფო ვალდებულებებს და ფინანსურად დამოუკიდებლები გახდებოდნენ. ეს გადაწყვეტილება "Megxit“-ის სახელით შევიდა ისტორიაში. მათ უკან მოიტოვეს სახელმწიფო დაფინანსება, საპატიო წოდებები და სამეფო დაცვის პრივილეგიები.
მეგანმა და ჰარიმ დააარსეს მედია-კომპანია Archewell. ამასთან, Netflix-სა და Spotify-სთან გაფორმეს მრავალმილიონიანი კონტრაქტები. მათ შექმნეს დოკუმენტური სერიალები, პოდკასტები და საჯაროდ საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რასიზმი და თანასწორობა.