"როცა შენი ქმარი ჩემპიონია" - ბექა ღვინიაშვილის მეუღლის, ნინო გველესიანის საოცარი კადრები და ვიდეო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა - Marao

"როცა შენი ქმარი ჩემპიონია" - ბექა ღვინიაშვილის მეუღლის, ნინო გველესიანის საოცარი კადრები და ვიდეო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა

2026-05-20 10:07:02+04:00

ცოტა ხნის წინ MMA-ის ქართულმა ორგანიზაციამ RKRNA-მ მესამე ღონისძიება ჩაატარა, სადაც ბექა ღვინიაშვილიც იღებდა მონაწილეობას. ბექამ ბრაზილიელი ლუის პაულო პიკანსო დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ბექას ბრძოლას მისი მეუღლე, ნინო გველესიანიც ესწრებოდა. ნინოს გულშემატკივრობის კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

"ვფიცავ, საერთოდ არ მახსოვს რა ხდებოდა იმ წუთებში, როცა ბექა იბრძოდა. ბოლოს ბრძოლა როცა მორჩა, სკამზე დაჯდომა დავაპირე და უცებ მივხვდი, რომ სკამს კი არა, საერთოდ ვერაფერს ვხედავდი, იმდენად დაძაბული ვიყავი. ირგვლივ ყველაფერი გამიშავდა.

მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მეტად მისით ვამაყობ. იმის მიუხედავად, რომ ყოველი მისი ბრძოლა ჩემთვის ცალკე გულის შეტევაა. ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემი ქმარია" - წერს ნინო.

beka-gviniashvili

  • "მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და ყოველთვის ვიამაყებ შენით" - რას წერს ნინო გველესიანი მეუღლეზე, ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილზე 

ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ოჯახი 

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ. 

  • "ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს უმაგრეს მეუღლეს" - ბექა ღვინიაშვილის ემოციური სიტყვა დიდი გამარჯვების შემდეგ, 4 შვილი და ახალი ცხოვრების დასაწყისი 

BEKA-GVINIASHVILI

  • "ხშირად მგონია, რომ არ შემიძლია - მაგრამ მერე ვიხსენებ, რომ დედა ვარ" - 4 შვილის დედა, მშვენიერი ნინო გველესიანი და მისი ოჯახური ბედნიერება 

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან  ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ. 

ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.