მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის წყვილი წლების განმავლობაში მსოფლიო კინემატოგრაფისა და მოდის ინდუსტრიის "ხატად" ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დასრულდა, ისინი დღეს მაინც ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წყვილად რჩებიან. თუ უფროსი ქალიშვილი, დევა კასელი, უკვე წარმატებული მოდელი და მოდის სახლების ფავორიტია, ახლა ჯერი უმცროს დაზე, ლეონიზე მიდგა.
დღეს ლეონი კასელი იუბილარია. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ვენსან კასელმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შვილთან მჭიდრო კავშირს.
"ვულოცავ მე-16 დაბადების დღეს ჩემს მშვენიერ, დახვეწილ არსებას, რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს," - წერს მსახიობი.

ვინ არის ლეონ კასელი
წლების განმავლობაში მშობლები საგულდაგულოდ ცდილობდნენ ლეონი პაპარაცებისა და ზედმეტი საჯაროობისგან დაეცვათ. თუმცა, ის უკვე მის წარმატებულ კარიერას უყრის საფუძველს. გოგონა ცოტა ხნის წინ Vogue Italia-ს აპრილის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც მკითხველს საკუთარი შინაგანი სამყარო გადაუშალა.

"ჩემი მისაბაძი მაგალითი? ჩემი და, დევა. ის მთელი ცხოვრება ჩემი კუმირია.
ძალიან მგრძნობიარე ვარ, შესაძლოა ზედმეტადაც კი. მახსოვს ყველაფერი, რაც ოდესმე მიგრძნია და რას ოდესმე უთქვამთ, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. ჯერ 15 წლის ვარ, მაგრამ თავს თავისუფლად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გატაცებებზე ვსაუბრობ. მაგალითად, როცა ფესტივალზე მივდივარ, ან როცა ვმღერი. ახლა გაკვეთილებს გავდივარ, მაგრამ ბავშვობაში მთელი დღე სახლში ვმღეროდი. არსებობს ვიდეო, სადაც ალბათ სამი წლის ვარ, ხელში ჩემზე ბევრად დიდი მიკროფონი მიჭირავს, დევასთან ერთად ვარ და პორტუგალიურად ვმღერით Anitta-ს „Show Das Poderosas“-ს. ეს სიმღერა მართლა დაემჩნა ჩემს ბავშვობას. ის ნიშნავს „ძლიერი გოგონების შოუს“ - ამბობდა ლეონი.
იტალიელი კინოდივა, მონიკა ბელუჩი, შვილების დამოუკიდებლობას დიდი პატივისცემით ეპყრობა. ის სითბოთი იხსენებს იმ ყოველდღიურ მომენტებს, როცა დები ერთად ემზადებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
"მე შევდივარ მის ოთახში, ის შემოდის ჩემთან. ვსაუბრობთ. როცა ის და დევა ერთად არიან და გარეთ გასვლამდე მაკიაჟს იკეთებენ, ვუყურებ მათ, როგორ იცინიან და მსჯელობენ. თავს ვაჩვენებ, თითქოს მივდივარ, მაგრამ მიყვარს იქ ყოფნა და კარებში მათი თვალიერება. შვილებს პატივი უნდა სცე. უნდა გააცნობიერო, რომ გარკვეულ მომენტში ისინი იზრდებიან და შენ სხვა არაფერი დაგრჩენია, თუ არა მათ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ლეონი კი უკვე მიფრინავს. ლეონი სწრაფად მიდის, რადგან ცხოვრება აინტერესებს." - ამბობს მონიკა.
