მაისის მიწურულს საქართველოს სკოლებში ტრადიციული ბოლო ზარის დაირეკა. მე-12 კლასელებისთვის ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და წინ სრულიად ახალი, საინტერესო გამოწვევებით სავსე გზა იწყება. წლევანდელ კურსდამთავრებულებს შორის არაერთი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა:
ნიტა ხიზანიშვილი
სკოლის დასრულება განსაკუთრებული დღესასწაული აღმოჩნდა ნიტა ხიზანიშვილისთვის. ნიტა ცნობილი ფეხბურთელის, ზურა ხიზანიშვილისა და მოდელ სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილია. მან სკოლა წელს დაასრულა და სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.


საბა ხარებაშვილი
წლევანდელი ბოლო ზარი ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, საბა ხარებაშვილისთვის აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სკოლის დამთავრების დღესვე უმნიშვნელოვანესი სიახლე შეიტყო, ის ნაკრებში გამოიძახეს.
"დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე შედიხარ. 17 წლის საბა ხარებაშვილს კარგი დღე აქვს.
და უფრო მაგარი ისტორიაა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ბოლო ზარზე გაიგო. "ძმაკაცმა დამირეკა, გილოცავო. მადლობა, ახლა სკოლაში ვარ-მეთქი. სკოლაში რა გინდაო? ბოლო ზარი მაქვს-თქო. აბა რას მილოცავო, ნაკრებში გამოგიძახესო!" - წერს geo team.



ნინი გვარჯალაძე
სკოლა დამთავრებულთა რიგებს შეუერთდა მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილი, ნინი გვარჯალაძე. დედამ შვილს ემოციური პოსტით მიულოცა სკოლის დასრულება
"ჩემ ჩიტს ვულოცავ სკოლის დამთავრებას! წარმატებულ მომავალსა და ყველა მიზნის მიღწევას ვუსურვებ მიყვარხარ, დე" - წერს ლულუ.

