ვარსკვლავური წყვილის რომაული არდადეგები: ნიკოლოზ ბასილაშვილის რომანტიკული კადრები და მარადიული ქალაქის მფეთქავი გული - Marao

ვარსკვლავური წყვილის რომაული არდადეგები: ნიკოლოზ ბასილაშვილის რომანტიკული კადრები და მარადიული ქალაქის მფეთქავი გული

2026-05-21 16:38:52+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარლოტა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ამჯერადაც მან იტალიური ვოიაჟის კადრები გაგვიზიარა - წყვილი რომში მოგზაურობს. 

basilashvili

basilashvili

  • ვარსკვლავური წყვილის ფრანგული ვოიაჟი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა Monte-Carlo Country Club-ში

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

  • "ჩემი ქართველი და" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური ფოტოები: საცოლე, ძმა და დიდი ოჯახი

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.