30% + 30% – რას გეგმავს ბიბლუსი დაბადების დღეზე? - Marao

30% + 30% – რას გეგმავს ბიბლუსი დაბადების დღეზე?

2026-05-21 14:01:30+04:00

ყველასთვის საყვარელი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ იუბილარია და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა.  

მხოლოდ ერთი დღით, 23 მაისს, „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თქვენ მომენტალურად დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 30%-ს. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარია,  კონცეპტ ბარათით გადახდის შემთხვევაში - 200 ლარი. ამასთან, „ბიბლუსში“ შერჩეულ ტოპ 300 წიგნზე 30% ფასდაკლება დაგხვდებათ. ქეშებექ შეთავაზებით კი უკვე ფასდაკლებულ წიგნებზეც ისარგებლებთ.

როგორ ჩაერთოთ აქციაში?

იმისათვის, რომ 23 მაისს ქეშბექით ისარგებლოთ, საჭიროა წინასწარ გაიაქტიუროთ შეთავაზება თიბისის მობაილბანკში. აქვე გიზიარებთ მნიშვნელოვან დამატებით პირობებს:

  • მონაწილე ბარათები: შეთავაზება ძალაშია მხოლოდ ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის გამოყენებისას;
  • ლოკაცია: აქცია ვრცელდება მხოლოდ „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში და არ მოქმედებს ონლაინ გამოწერისას;
  • გადახდის მეთოდი: ქეშბექის მისაღებად, ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თიბისის ტერმინალზე;
  • ლიმიტები: აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე. ჯამურად დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ლიმიტებს (100 ლარი სტანდარტული, 200 ლარი კონცეპტ მომხმარებლებისთვის);
  • მომენტალური სარგებელი: დაზოგილი თანხა ტრანზაქციის დადასტურებისთანავე აისახება თქვენი ერთგული ბარათის ყულაბაში, საიდანაც მისი გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზე და ნებისმიერი მიზნით განკარგვა შეგიძლიათ.

მობაილბანკში აქტივაცია უკვე დაწყებულია - გაიაქტიურეთ შეთავაზება დღესვე და მოემზადე 23 მაისისთვის. აქციით ისარგებლებთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის ბოლო დღეები საუკეთესო დროა ახალი საკითხავის აღმოსაჩენად, ბიბლიოთეკის თაროს შესავსებად ან თუნდაც მეგობრებისთვის იმ განსაკუთრებული წიგნის საჩუქებლად, რომელიც მათ დიდი ხანია უნდათ. 

R