"წლის ქორწილად" შეფასებული ყველაზე მდიდრული წვეულება: ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილის 7-მილიონიანი საჩუქარი, ბოშური ფუფუნება და მამის ემოციები - Marao

"წლის ქორწილად" შეფასებული ყველაზე მდიდრული წვეულება: ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილის 7-მილიონიანი საჩუქარი, ბოშური ფუფუნება და მამის ემოციები

2026-05-21 18:38:43+04:00

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ბოქსში, ტაისონ ფიური, ამაყი მამაა. შაბათს, 2026 წლის 16 მაისს, კუნძულ მენზე გამართულ კერძო, თუმცა უაღრესად გრანდიოზულ საქორწილო ცერემონიაზე, მისი 16 წლის ქალიშვილი, ვენესუელა ფიური, ცოლად გაჰყვა თავის 18 წლის შეყვარებულს, მოკრივე ნოა პრაისს.

წყვილი 2025 წლის სექტემბერში, გოგონას მე-16 დაბადების დღეზე დაინიშნა, როდესაც ვენესუელამ მოულოდნელი ხელის თხოვნის ვიდეო და ბრილიანტის ბეჭედი სოციალურ ქსელში წარწერით გააზიარა: „ჩვენ ვქორწინდებით - ისეთი ბედნიერი ვარ“.

37 წლის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მისმა მეუღლემ, პარისმა, სრულად დაუჭირეს მხარი შვილის გადაწყვეტილებას, მიუხედავად მისი ასაკისა.

„ვენესუელა თავის ასაკთან შედარებით ძალიან მომწიფებულია“, - განაცხადა პარის ფიურიმ. „მან ასეთ მოკლე დროში ბევრ რამეს მიაღწია მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არის და იქიდან გამომდინარეც, რომ მას ექვსი უმცროსი ძმა და და ჰყავს, რომელთა აღზრდაშიც ეხმარებოდა ოჯახს.“

„მე მას ვერ დავუშლი, რადგან თავად 17 წლის ვიყავი, როდესაც დავინიშნე. ის აშკარად ჩემს კვალს მიჰყვება, ასე რომ, როგორ შემიძლია მისი განსჯა? ვიცი, რომ ახალგაზრდაა. მაგრამ ვფიქრობ, მან იპოვა ადამიანი, რომელიც უყვარს და თუ ის ბედნიერია, მე მას სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ.“

მამის პირველი რეაქცია

ტაისონ ფიურიმ ინსტაგრამზე ქორწილის კადრები გააზიარა, მათ შორის ემოციური პოსტი იმ მომენტზე, როდესაც ვენესუელა საქორწილო კაბაში პირველად იხილა. ვიდეოს, სადაც მოზარდი გოგონა თეთრ, მაქმანებიან, „ქალთევზას“ სტილის საქორწილო კაბასა და ფატას აჩვენებს (ფონად ბიონსეს „Ave Maria“ ისმის), მამამ შემდეგი წარწერა დაურთო:

„ვაუ, მისი კაბაში პირველად ნახვა ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო! და იმის გაცნობიერება, რომ მისი გათხოვების დრო უკვე მოვიდა!“

სპორტსმენმა ასევე გააზიარა კადრები, თუ როგორ მიაცილებს შვილს საკურთხეველთან. მამა-შვილს ერთნაირი შავი მზის სათვალეები ეკეთათ, როდესაც ისინი ეკლესიაში შევიდნენ. კლიპში გამოჩნდა პატარძლის უცნაური მოდური არჩევანიც - მისი კაბის 15-მეტრიანი შლეიფი და ორიგინალური ფეხსაცმელი - თეთრი კროკსები (Crocs).

wedd

პოსტი მამის შესახებ ვენესუელამაც გააზიარა:

„მთელი ცხოვრების მანძილზე უკეთეს მამას ვერც კი ვინატრებდი, ის ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა ჩემთვის, ვიდრე შესაძლებელი იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე დიდი მტერი ერთ ადამიანში - მამაჩემი ტაისონ ლუკ ფიური".

გრანდიოზული ბოშური ქორწილი და 7-მილიონიანი საჩუქარი

მიუხედავად იმისა, რომ პატარძალი სულ რაღაც 16 წლისაა, წყვილმა ოჯახისგან თითქმის 7 მილიონი დოლარის ღირებულების საქორწილო საჩუქარი მიიღო, რამაც ნათესავებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„ოჯახის ზოგიერთმა წევრმა ჩათვალა, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა ასეთი ახალგაზრდა წყვილისთვის, ამიტომ აზრები გაიყო - თუმცა, ეს ტაისონისა და პარისის გადასაწყვეტია“, - განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა The Sun-ს. კოლოსალური საჩუქარი ასევე მოიცავდა თითქმის $50,000-იან თაფლობის თვის მოგზაურობას.

ქორწილი ნამდვილად მდიდრული გამოვიდა:

  • მხოლოდ ვენესუელას საქორწილო კაბაში ოჯახმა $53,738 გადაიხადა.
  • დეკორაციისთვის გამოიყენეს 10,000 ლურჯი ჰორტენზია, საქორწილო ტორტი კი უზარმაზარი იყო.
  • სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი მომღერალი პიტერ ანდრე, რომელიც ფიურის მეგობარია - მათ სცენაზე ერთადაც კი იმღერეს.

„ვენესუელამ და პარისმა იზრუნეს, რომ ყოველი დეტალი გათვალისწინებული ყოფილიყო“, - თქვა წყარომ. „ეს ბოშური წესია - გააკეთო ყველაფერი გრანდიოზულად (Go big).“

ოჯახური იდილია და ახალი ცხოვრების დასაწყისი

ტაისონ ფიურიმ და პარისმა ქორწილში თავიანთი შვიდივე შვილი შეკრიბეს. გარდა ვენესუელასი, მათ ჰყავთ ქალიშვილები: 8 წლის ვალენსია და 4 წლის ათენა, და ვაჟები: 15 წლის პრინც ჯონ ჯეიმსი, 9 წლის პრინც ტაისონ II, 7 წლის ადონისი და 2 წლის პრინც რიკო პარისი.

მიუხედავად მილიონობით დოლარის ღირებულების საჩუქრისა, ახალდაქორწინებულებმა ცხოვრება ტრადიციული ბოშური წესით დაიწყეს. ქორწინების შემდეგ, ვენესუელამ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ათვალიერებინებს თავის ახალ სახლ-ტრაილერს (კარავანს), რომელშიც ის და მისი ქმარი, ნოა, ერთად იცხოვრებენ.

„ჩვენი პირველი საკუთარი სახლი, ისე ვამაყობ ჩემი ნოათი“, - დაწერა ვენესუელამ.