ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი ვარსკვლავური გამოჩენა ლოს-ანჯელესში - წყვილმა წითელ ხალიჩაზე კვლავ ფურორი მოახდინა - Marao

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი ვარსკვლავური გამოჩენა ლოს-ანჯელესში - წყვილმა წითელ ხალიჩაზე კვლავ ფურორი მოახდინა

2026-05-22 10:48:52+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი და მისი პარტნიორი, ინეს დე რამონი, საზოგადოებრივ თავყრილობებს თავს ხშირად არიდებენ და წითელ ხალიჩაზეც იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ამჯერად ისინი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

წყვილი ლოს-ანჯელესში, მეექვსე ქუჩის ცნობილ ხიდზე  გამართულ ახალი Mercedes-AMG GT 4-Door Coupé-ს გრანდიოზულ პრეზენტაციას დაესწრო. დასავლური მედიის ინფორმაციით, ოსკაროსანი მსახიობი გერმანული ავტოგიგანტის ახალი კამპანიის მთავარი სახეც გახდა.

ღონისძიებაზე ბრედ პიტმა არჩევანი კლასიკურ მუქ კოსტიუმსა და მის საფირმო მზის სათვალეზე შეაჩერა, ხოლო ინეს დე რამონმა წითელი, დახვეწილი კაბით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავენ, ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობა ბევრად უფრო სერიოზულ ფაზაში გადავიდა.

წყვილის პირველი ოფიციალური დებიუტი წითელ ხალიჩაზე 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

bred-piti

bred-piti

bred-piti

  • საბოლოოდ, ვინ არის ბრედ პიტის ახალი სიყვარული - ინეს დე რამონი კრიტიკის ქარცეცხლში 

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია. წყვილის რომანის შესახებ პირველი ცნობები 2022 წლის ბოლოს გავრცელდა, როდესაც ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და კონცერტზე ერთად შენიშნეს. მოგვიანებით უცხოურმა მედიამ დაწერა, რომ მათი კავშირი სერიოზულ ეტაპზე გადავიდა და ინესი მსახიობის უახლოეს გარემოცვაშიც აქტიურად გამოჩნდა.

ინეს დე რამონი შვეიცარიაში დაბადებული საიუველირო სფეროს სპეციალისტია, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობდა. იგი მსახიობ პოლ უესლიზე იყო დაქორწინებული, თუმცა მათი დაშორების შემდეგ მედიის განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრედ პიტთან რომანმა მიიპყრო.

ბრედ-პიტი

  • 62 წლის და კვლავ გულთამპყრობელი - ბრედ პიტის დაბადების დღე და ამბავი კაცზე, რომელიც არასდროს დაბერდა 

უცხოური გამოცემების ცნობით, წყვილი ცდილობს პირადი ცხოვრება საჯაროობისგან დაიცვას, თუმცა ბოლო დროს ისინი ერთად ხშირად ჩნდებიან როგორც კინოფესტივალებზე, ისე დახურულ გლამურულ საღამოებზე. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა მათ გამოჩენას ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ისინი წითელ ხალიჩაზე ოფიციალურად პირველად წარდგნენ ერთად.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ ინესი მსახიობისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია იმ პერიოდში, როდესაც ბრედ პიტი კარიერულ პროექტებსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. გამოცემების, People-ისა და InStyle-ის ინფორმაციით, წყვილის ახლობლები მათ ურთიერთობას „მშვიდსა და სტაბილურს“ უწოდებენ.