"მნიშვნელოვანია, რომ თავი დააყენოთ ბავშვის ადგილას და დაფიქრდეთ" - როგორ უნდა დავაწესოთ ოჯახში წესები აკრძალვების გარეშე - ანი ბებიას რჩევები - Marao

"მნიშვნელოვანია, რომ თავი დააყენოთ ბავშვის ადგილას და დაფიქრდეთ" - როგორ უნდა დავაწესოთ ოჯახში წესები აკრძალვების გარეშე - ანი ბებიას რჩევები

2026-06-02 16:30:53+04:00

მსახიობმა ანი ბებიამ ანა ტყებუჩავას გადაცემაში, "V ელემენტი“, ოჯახურ წესებსა და ბავშვების აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა.

ანი ბებიას ინტერვიუ

"თეორიულად, ყველას გვინდა, რომ შვილებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და ბავშვები კარგად იყვნენ. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე რთული, რაც დღემდე მხვდება, რადგან ჯერ არ გამიკეთებია, არის ის, რომ ოჯახში უნდა არსებობდეს წესები. მაგალითად, ჩამოვწეროთ ათი წესი, ოღონდ ამ წესებში არ უნდა იყოს აკრძალვა, ანუ სიტყვა არ - არ უნდა ფიგურირებდეს.

მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა - არ ვჭამთ წამოწოლილებმა - წესი უნდა იყოს ჩამოყალიბებული ასეთი ფორმით - "ვჭამთ მხოლოდ მაგიდასთან, ასე მივირთმევთ".  აუცილებელია, რომ ეს არ - არ იყოს და სიმართლე გითხრათ, ამაზე ადრე არც მიფიქრია.

ani-bebia

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გვეკითხებოდნენ, "მაგალითად, ბავშვობიდან რომელი ფრაზა გახსოვთ ისეთი, რასაც ხშირად გეუბნებოდნენ და გაღიზიანებდათ?" ყველამ ჩვენ-ჩვენი ისტორია ვთქვით. შემდეგ კი ვფიქრობდით, როგორ გეთქვა საკუთარი თავისთვის იგივე ფრაზა ისე, რომ ის გამაღიზიანებელი აღარ ყოფილიყო, ანუ დადებითი კუთხით დაგენახა. ჩვენი თავი ჩავაყენეთ იმ სიტუაციაში და ეს არის, ალბათ, მთავარი. მეც მანამდე ასე ვუდგებოდი საკითხს... ოღონდ, არ ვიცი, ამაში მსახიობობა მეხმარებოდა თუ არა, რადგან როლზე მუშაობისას პერსონაჟის ადგილას წარმოიდგენ, შენ როგორ მოიქცეოდი მის ნაცვლად. შეიძლება ეს მეხმარებოდა, ან შეიძლება უბრალოდ ასეთი ვარ, რომ ყველა ადამიანის ადგილზე ვაყენებ თავს.

მოკლედ, მნიშვნელოვანია, რომ თავი დააყენოთ ბავშვის ადგილას და დაფიქრდეთ - აი, თქვენ გესიამოვნებოდათ, მშობელი სულ ზემოდან რომ გელაპარაკებოდეთ?" - ამბობს ანი ბებია. 

  • "რეალურ პრობლემებს შევეჯახე, რომლებიც არ ფილმში მინახავს, არც წამიკითხავს და არც მოუყოლიათ…“ - ანი ბებია მეუღლის, დამოკიდებულებისა და მასთან გამკლავების შესახებ 

ანი ბებიას ოჯახი და კარიერა 

ანი ბებია საქართველოში ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა გამოარჩევს. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, თუმცა ანის ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის ფილმში "მოირა", რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე ანი გადაღებულია ფილმში „8 წუთი“ და „იზი და ჯადოქარი“. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მის კარიერაში იყო პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". 

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია. 

  • "ერთი ამბავია ატეხილი, ხორცს რომ არ ვჭამ და რომ ვთვლი, რომ არც კვერცხი გვეკუთვნის ჩვენ და არც რძე" - როგორ ეხმაურება ანი ბებია მის მიმართ კრიტიკას 

ani-bebia

.