მეუღლის მხარდაჭერა, უპირობო სიყვარული და ამბავი სცენის მიღმა: როგორია მარიკო ებრალიძის ცხოვრება დღეს - Marao

მეუღლის მხარდაჭერა, უპირობო სიყვარული და ამბავი სცენის მიღმა: როგორია მარიკო ებრალიძის ცხოვრება დღეს

2026-06-02 16:28:14+04:00

ნიჭიერი, ყოველთვის დახვეწილი და მსმენელისთვის საყვარელი მომღერალი მარიკო ებრალიძე, სცენის მიღმა, ჩვეულებრივი, ამავდროულად კი ძალიან საინტერესო ყოველდღიურობით ცხოვრობს. როგორია მისი დილის რუტინა, როგორ ინაწილებენ ის და მისი ექიმი მეუღლე, გიორგი, შვილების აღზრდისა და ოჯახურ მოვალეობებს და რატომ დარჩა სამზარეულო მისთვის „უცხო ადგილად“? ამ ყველაფრის შესახებ მომღერალი მარიკო ებრალიძე "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში მარიამ გაბედავას რუბრიკაში "სხვანაირი დილა" საუბრობს. 

მარიკო ებრალიძეს ინტერვიუ

- რომ ვიღვიძებ, პირველად ვფიქრობ: რა მაქვს გასაკეთებელი, რა საქმე მაქვს, სად ვარ წასასვლელი. ბავშვი თუ მყავს წასაყვანი და ამ დროს მეც მაქვს საქმე, ამ შემთხვევაში მეუღლე ითავსებს ხოლმე ამ ამბავს. თუ პატარა ბავშვმა დააფიქსირა, რომ დემეტრე მე მიმყავს, მერე ისიც მე მეყოლება წასაყვანი, იმიტომ რომ ორივეს ერთად უნდათ ყოფნა.

დილა იწყება წყლით. აუცილებლად მინიმუმ ორი ჭიქა წყალი უნდა დავლიო. ბავშვებსაც ვეუბნები ხოლმე - წყალი დალიეთ-მეთქი. ყავა ძალიან მიყვარს, თუმცა დღეში მაქსიმუმ ორ ჭიქას ვსვამ.

mariko-ebralidze

  • "გიორგი ექიმია და პირველად იქ შევხვდით, მერე კიდევ შევხვდით, შევხვდით, შევხვდით და... მისი საუბრის მანერამ მომხიბლა, შორიდან მეტრფოდა და ძალიან მიფრთხილდებოდა..." - მარიკო ებრალიძე ცხოვრების რთულ პერიოდზე, მეუღლესა და ოჯახზე 

საკუთარი თავისთვის მანქანაში ყოფნის დროს ვიყენებ. ჩავრთავ მუსიკას და ვარ ფიქრებში, ოღონდ მობილიზებული, საჭესთან მაინც სხვანაირად ხარ. ისე, რომ ტვინი გათიშო და არაფერზე იფიქრო, როცა ოჯახი გყავს, ძალიან რთულია.

შვილებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვენდობით ყველა სიტუაციაში, რათა იცოდეს, მისი იმედი გაქვს და მასაც აქვს შენი იმედი. ასევე მნიშვნელოვანია უპირობო სიყვარული. სულ ვეუბნები ბავშვებს, რაც არ უნდა მოხდეს, მე თქვენს გვერდით ვარ ყოველთვის და ყველგან.

  • "ასეთი რომ არ იყოს, ჩემთან ერთად ნამდვილად გაუჭირდებოდა... თავადაც არაერთხელ უთქვამს, სხვაგვარ ადამიანთან ალბათ, ვერც ვიცხოვრებდიო" - მარიკო ებრალიძე მეუღლეზე, ოჯახსა და ცხოვრებაზე

სახლში საქმე სულ არის, უნდა დარეცხო, გაფინო, ჩამოხსნა. სახლის საქმის კეთება მიყვარს კიდევაც, მაგრამ თან ვალდებულებაცაა. ოღონდ სამზარეულო ჩემთვის ძალიან უცხო ადგილია. სადილებს არ ვამზადებ ხოლმე, არ შემიძლია, ინტერესიც არ მაქვს. ჯერ დედა იყო და ყველაფერს ის ამზადებდა, მერე დედამთილი შემხვდა, მეგრელი ქალი, რომელიც ხუთ წუთში ოცკაციან სუფრას ისე გააკეთებს, რომ მე შეიძლება კარტოფილიც ვერ გავთალო. არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩემს იქ ტრიალს.