ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში გამომწერებთან ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირია. ამჯერად მან Instagram-ის ტრადიციულ კითხვა-პასუხის რეჟიმში პირად ცხოვრებაზე, რთულ პერიოდებზე, თავდაჯერებულობის ფორმულასა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. მოდელმა და ტელეწამყვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სირთულეები მისთვის მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისია. გთავაზობთ მის პასუხებს გამომწერების ყველაზე საინტერესო კითხვებზე:

- როგორია შენთვის იყო თავდაჯერებული ქალი?
- პირადად ჩემთვის, მშობლები, რომლებსაც ჩემი ძალიან სჯეროდათ, მომატარეს ყველა წრე და ბევრიც მამოგზაურეს ბავშვობაში, გამიფართოვეს თვალსაწიერი და შესაძლებლობები, არ დამიშალეს ადრეული ასაკიდან მუშაობა, არ ითაკილეს, რომ ვშრომობდი, დამარწმუნეს, რომ კარგი ადამიანი ვარ, მეც მათთვის და ჩემთვის ვცდილობდი. მერე 2 უნივერსიტეტი, ლამაზი ქორწინება, მერე განქორწინება და ტალახის სროლები, მე პარალელურად ბევრს ვშრომობდი და უკვირდათ, რატომ არ ტირისო. იმიტომ, რომ თავდაჯერებულობა და თვითრწმენა უკვე გამჯდარი მქონდა არტერიებში. ჰოდა, ახლა არ არსებობს სიტუაცია, რომელიც ჩემთვის დაუძლეველია. მადლობა მშობლებს. თუ მშობლებისგან ბაზა არ გაქვთ, გამომუშავებადიცაა.

- შერიგდით?
- არა, ვმეგობრობთ და ასე გავაგრძელებთ სულ!
- მე ძალიან მინდა შერიგდეთ, ფაქტობრივად, მამაკაცი შეცვალე.
- ჩემი სიყვარული ტრანსფორმაციულია. მიხარია თუ ამჩნევთ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩემთვის.
