არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტელეეკრანიდან ან სოციალური ქსელიდან იცნობენ ადამიანებს, უყურებენ ვიდეოებს და ამით აფასებენ მათ. უწყინარი ხუმრობის გამო კი ისეთ კომენტარს უწერენ, რომელიც ნამდვილად უკადრებელია. როგორც იუმორისტი ციაკო ფიფია ამბობს, ხალხის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს, მაგრამ კომენტარის სახით დაწერილი წყევლა ან სხვა რაიმე ნეგატიური, რაც პიროვნულობას ეხება, მისთვის სრულიად მიუღებელია.

ციაკო ფიფიას ინტერვიუ
– ყველა კომენტარსა და პირად შეტყობინებას კითხულობ?
– ყოველთვის ვავლებ თვალს, რადგან მაინტერესებს ხალხის აზრი. მე ნამდვილად ვითვალისწინებ ყველას აზრს, რადგან ის, რომ ციაკო ფიფიას იცნობენ, სწორედ მათი, ხალხის დამსახურებაა. ამიტომ, მათ აზრს თუ საღ კრიტიკას, აუცილებლად ვითვალისწინებ.

ხალხს შეუძლია მარტივად გადაგიაროს, უცებ ისე გაგლანძღოს, გაგთათხოს, შენს ცხოვრებაში ხელები აფათუროს ისეთმა ადამიანმა, ვინც საერთოდ არ იცის, რა ცხოვრება გაქვს, ვინ და რა ხარ. მე, პირადად, ზოგს მილიონერი ვგონივარ, რადგან სამოგზაუროდ დავდივარ. რეალობა ხომ სხვაა? სამოგზაუროდ თუ დავდივარ, კვირაში შვიდი დღიდან ათი დღე ვმუშაობ ცხრა სამსახურში, ზემოდან რაღაცებს ვიმატებ, ხან შეკვეთებს ვიღებ, ხან ბანკეტი მიმყავს, ხან ივენთი და ხან დაბადების დღე. ეს არ იციან და მარტივია, ხელი გაიშვირო და თქვა, ფულის მეტი რა აქვსო. ფული თუ მაქვს, ჩემი შრომით და კიდევ, საქართველოში არ მაქვს ის ფინანსური დაფასება, რასაც მე ვშრომობ. ამას ხმამაღლა ვამბობ და არ მომერიდება. ორი შვილის დედა ვარ და რომ არა ჩემი დედამთილი, მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა. დილით გავდივარ და ხანდახან ისე გადის დღე, ვერცერთ ჩემს შვილს ვერ ვნახულობ ნორმალურად, რადგან სახლში რომ ვბრუნდები, სძინავთ.
წაიკითხეთ სრულად