"პროფესიული სიმშვიდე ცხოვრებაშიც გადმოვიტანე" - გაიცანით ბალერინა თათა ჯაში: მშვენიერი მოცეკვავე სცენის მიღმა - Marao

"პროფესიული სიმშვიდე ცხოვრებაშიც გადმოვიტანე" - გაიცანით ბალერინა თათა ჯაში: მშვენიერი მოცეკვავე სცენის მიღმა

2026-05-22 16:02:16+04:00

როგორ აღნიშნავს ბალერინა თათა ჯაში დაბადების დღეებს, რა შეცვალა მასში წლებმა და რამდენად მოსწონს შინაგანი გარდასახვა თავად, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

tata-jashi

  • "მე შეყვარებული ვიყავი რამაზ ჩხიკვაძეზე, მითხრა, რა თქმა უნდა, მე დაგელოდებიო" - მაკა მახარაძის ინტერვიუ

თათა ჯაშის ინტერვიუ

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– როგორც ყველას, მეც მქონია ისეთი დაბადების დღეები, რომელზეც უფროსები იკრიბებოდნენ. სხვათა შორის, მაშინაც ძალიან კარგ დროს ვატარებდი, რადგან ყოველთვის მიყვარდა ცეკვა და ჩემი ნომრებით, როგორც შემეძლო, თავს ვიწონებდი. ძალიან მახალისებდა ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე დაბადების დღის ცენტრებიც აქტუალური გახდა და იქ მიხდიდნენ. ნელ-ნელა წამოვიზარდე და თვითონ დავიწყე საკუთარი დაბადების დღეების დაგეგმვა.

– ასაკის მატებაზე როგორ რეაგირებ?

- ადრე უფრო მეფიქრებოდა ამაზე. 20-25 წლის მერე ცოტა განვიცდიდი ასაკის მატებას, ნერვიულობა დავიწყე. მერე, როცა ბევრი რამ გავაცნობიერე, გამიმარტივდა. ჩემი დღევანდელი აზროვნება ბევრად მისაღებია ჩემთვის, ბევრად გაწონასწორებული ვარ ემოციურად, ბევრად დაბალანსებული. შესაბამისად, ბევრად უფრო კომფორტულად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს, ანუ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ. გარეგნულ ცვლილებებს რაც შეეხება, არ ვიცი, გარეგნულად რამდენად მეტყობა ასაკის მატება.

  • "მე ოჯახზე ვარ შეყვარებული და ეს არ ნიშნავს მარტო მეუღლის სიყვარულს" - პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის ოჯახი, სიყვარული და ამბავი სცენის მიღმა

tata-jashi

– ნამდვილად არ გეტყობა. პროფესია და გენეტიკა, ალბათ, ძალიან დადებით გავლენას ახდენს. ამის გარდა რა არის ის, რასაც უმადლი?

– პროფესია სწორად აღნიშნე. უპირველეს ყოვლისა, ამის დამსახურებაა. ჩვენს პედაგოგებსაც რომ გადახედოთ, 80-85 წლის ქალბატონები ისე თამამად მოძრაობენ, ჩვენზე მაღლა ხტებიან, რომ ვერ იფიქრებ, საკმაოდ სოლიდურ ასაკში თუ არიან. ფაქტობრივად, ბავშვობიდანვე რეჟიმში ვიზრდებით, ჯარისკაცებივით. ამას იმდენად ვართ მიჩვეული, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია და ამას დიდი გავლენა აქვს ვიზუალზეც.

  • ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

გენეტიკასაც ვუმადლი. ძალიან ლამაზი დედიკო მყავს. სხვა მხრივ, რომ ვთქვა, თავს საოცრად ვუვლი-მეთქი, მოვიტყუები. ალბათ, როგორც ყველა ქალბატონი, ყოველდღიურად საცხებსა და შრატებს ვიყენებ და პერიოდულად მეზოთერაპიის კურსს ვიტარებ. ჯერჯერობით სულ ეს არის და მომავალში, ალბათ, დავიმატებ რაღაცებს. კოსმეტოლოგთან დავდივარ, მაგრამ ჩარევა ამ ეტაპამდე არ დამჭირვებია. მომავალში თუ საჭირო იქნება, თავს აუცილებლად მივხედავ.

– სასურველი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?

– ძალიან მინდა, მქონდეს კერძო სახლი, სადაც სიბერეს გავატარებ, ქალაქთან ახლოს, მაგრამ თან ქალაქგარეთ. ძალიან მინდა, იქ მქონდეს ჩემი ფერმა, მიწა და მცირე მოსავალი, რომ ბუნებასთან სიახლოვეს ვგრძნობდე. ყველაფერი თავად მომყავდეს.

წაიკითხეთ სრულად