ქარიზმა, სიყვარული და რიტმი: კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის ოჯახი - Marao

ულამაზესი ოჯახი და შთამბეჭდავი მომენტები პატარა ემილიასთან ერთად: კარინა ლისეკნოსა და რატი გაჩეჩილაძის ოჯახური იდილია

2026-05-26 10:14:10+04:00

ქართული ცეკვის სამყაროში ბევრი ნიჭიერი წყვილია, თუმცა კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის ტანდემი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. კარინასა და რატის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მათი შესრულების ტექნიკა და სცენური ენერგეტიკა მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს. წყვილი აქტიურად აზიარებს თავისი ცხოვრებისეული მომენტების ამსახველ კადრებს. კარინას და რატის ერთი შვილი, ემილია ჰყავთ.

ამ დღეებში თბილისმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას, „კავკასიის თასს“ უმასპინძლა. ტურნირი არა მხოლოდ სპორტული აზარტით, არამედ საოცარი სანახაობრივი მხარითაც დაამახსოვრდა მაყურებელს. კარინა ლისენკომ სოციალურ ქსელში ღონისძიების კადრები გააზიარა. კონკურს რატის და კარინას ქალიშვილი, ემილიც ესწრებოდა.

"ჭეშმარიტად ლამაზი და დაუვიწყარი კავკასიის თასი 2026 წელს თბილისში .მადლობა გიგი გაჩეჩილაძეს და მთელ საოცარ გუნდს, რომელიც ამ ღონისძიების უკან დგას", - წერს კარინა.

rati-gachechiladze

  • მოცეკვავე წყვილის ბედნიერი ოჯახი: "სიმართლე გითხრათ, ცეკვის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია" 

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო

რატი გაჩეჩილაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია დიდების კატეგორიაში (2016–2019) და ამავე წლებში ოთხჯერ მოიგო საქართველოს თასი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას. ის ასევე იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული.

რატი არის საქართველოს პირველი კატეგორიის მსაჯი და მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი, მათ შორის სოლო და წყვილ კატეგორიებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯიც გახდა. 

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

კარინა ლისენკო უკრაინელი პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა აქ საქმიანობს. ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. მომხიბვლელმა გოგონამ განსაკუთრებით დადებითი აურით მალევე შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. 

რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს.  წყვილს უკვე ერთი შვილი, ემილია ჰყავს.

  • კარინა ლისენკო კვლავ სცენაზეა - მშვენიერი მოცეკვავე მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივ ფორმაშია 

rati-gachechiladze

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.