მოდელი რუსა ჩაჩუა სოფო ჯაფარიძის გადაცემის, "მედგიდის" სტუმარი იყო. რუსამ გადაცემაში თავის მოვლის რუტინაზე ისაუბრა.
"ორმოცს გადავაბიჯე, ოთხი შვილი მყავს და ფტოზიც წავიდა... მოკლედ, ყველა ეტაპი გავიარეთ.
ბოტულოქსინის პროცედურაზე ხანდახან ოთხ თვეში ერთხელ მივდივარ, რადგან ზაფხულში ორგანიზმიდან უფრო სწრაფად გამოიდევნება: ვარჯიში, მზის სხივები, ეს ყველაფერი მის მოქმედებას აჩქარებს. ამიტომ, პროცედურის გამეორება უფრო ხშირად მიწევს - სახეს არ აშეშებს, შედეგი ბუნებრივია.
ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული სანახავია, როდესაც პატარა გოგონებს უზომოდ დიდი ტუჩები აქვთ. თუმცა, დღეს მთელი მსოფლიო ტენდენცია ბუნებრიობისკენ არის მიმართული. ახლა ყველას, ვისაც ფილერი, სილიკონი თუ სხვა მსგავსი საშუალებები ჰქონდა გამოყენებული, ეს ყველაფერი გამოაქვს" - ამბობს რუსა.

რუსა ჩაჩუას თავის მოვლის რუტინა
"თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.
ოთხივე ორსულობაზე, ყველა ბავშვზე 35 კილო მოვიმატე. თუ დიეტას არ იცავ, ვარჯიში ეფექტური არ არის და პირიქით, არც დიეტაა ეფექტური ვარჯიშის გარეშე. არც ის არის ნორმალური, რომ სულ იშიმშილო. ასე კი დაიკლებ წონაში, მაგრამ, სავალალოდ.
კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს, მიიღებთ ჯანმრთელ პროდუქტებს. უმჯობესია, დაკლების პროცესი იყოს ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი და ორგანიზმისთვის უმტკივნეულო," - ამბობდა რუსა ჩაჩუა.