“ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი” - მზიურის პარკში - Marao

“ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი” - მზიურის პარკში

2026-05-28 10:48:54+04:00

30–31 მაისს, მზიურის პარკში, ბავშვებსა და უფროსებს ორდღიანი დღესასწაული გელით! განსაკუთრებულ სივრცეში ერთიანდება თამაში, შემეცნება, დასვენება და სასიამოვნო გარემო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, "World Vision საქართველოს" თანამედროვე ხელოვნების სივრცის „კუბი კონტექსტში” და სოციალური პლატფორმა „სინათლის მანდალას” კოლაბორაციით  იმართება  „ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი.“

ღონისძიების მიზანია ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო, ჯანსაღ, ბედნიერ ბავშვობას, რომელიც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია. ასევე, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება და ბავშვებისთვის ჯადოსნური დღეების მოწყობა. ეს ნიშნავს, რომ ღონისძიებაზე მოსულ ყველა  ბავშვს და უფროსს ექნება შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩაერთოს მათთვის საინტერესო და სასარგებლო სესიებში, ვორქშოფებსა და თამაშებში.

მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა სპეციალისტის შემეცნებით შეხვედრებს, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც პოზიტიურ მშობლობაში დაეხმარებათ. პარალელურად, პატარები ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში - თამაშებში, არტთერაპიაში, შემოქმედებით და გასართობ სივრცეებში.

ყველა აქტივობა ტარდება მზიურის ქვედა სივრცეში "კუბი კონტექსტში" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკეიტ პარკთან ახლოს.

პროგრამა მრავალფეროვანია და ორიენტირებულია როგორც ბავშვებზე, ისე უფროსებზე:

სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფები ბავშვებისთვის

  • კითხვის საათი პატარებისთვის - „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“
  • World Vision საქართველოს შემეცნებითი თამაში ბავშვებისთვის და დისკუსია მათ უფლებებზე
  • პატარა ჯადოქრების სახელოსნო: წყალზე ხატვის მასტერკლასი - „ცეში“
  • მხიარული სტარტები ბავშვებისთვის - „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი”
  • ბუნებარეს ტყის თავგადასავალი - თამაშები ბუნებაში გარემოს კვლევისა და კოორდინაციის განვითარებისთვის
  • ინტერაქტიურ სამეცნიერო სივრცე - „ცოდნის ლაბორატორია“
  • „თბილისი დეტალებში“ - წიგნის კითხვა და თამაში, სადაც პატარა მკითხველები თბილისის ქუჩებში დამალულ დეტალებს ეძებენ
  • კომიქსის „გვირილობა“ წარდგენა და საჯარო კითხვა -  ამბავი სიკეთის ყვავილსა და ადამიანებზე ზრუნვაზე
  • მე თვითონ! სენსორული თავგადასავალი ბავშვებისთვის - „თვითი“
  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამა: ბუნებასთან მეგობრობა და ეკო-ცნობიერება სკოლამდელი ასაკიდან - „ეკონეკი“
  • მწვანე კუთხე - ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინფორმაციო სესიები მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემებზე

  • World Vision საქართველოს სესიები მშობლებისთვის: ბავშვის უფლებები და მშობლის როლი - როგორ შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო?; როგორ ვაქციოთ ანიმაცია განვითარების ინსტრუმენტად და საერთო თავგადასავლად?
  • საოჯახო იოგა დედებისთვის და ბავშვებისთვის - „სოფიოგა“
  • დედების განსატვირთი სივრცე - „სინათლის მანდალა”
  • „ჩვენ ველოდებით ბავშვს“ - თბილი ამბავი ოჯახებისთვის, სადაც მალე ახალი პატარა გაჩნდება. (პრეზენტაცია შედგება „სინათლის მანდალას“ სივრცეში)
  • პირველადი დახმარების ექსპრეს კურსი - „წითელი ჯვარი“

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილო ორდღიანი ზეიმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბავშვო ფლი მარკეტი და ბავშვთა უფლებების თემაზე, პატარა ავტორების მიერ შექმნილი გამოფენა. გარე  მარკეტში  როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ასევე ბავშვებიც იღებენ  მონაწილეობას. მარკეტის სივრცეში იქნება, ღონისძიების პარტნიორის, „ბიბლუსის” სტენდიც, სადაც მშობლებსა და ბავშვებზე ორიენტირებული შემეცნებითი წიგნები იქნება ხელმისაწვდომი.

ბავშვთა უფლებების თემაზე ორგანიზებული გამოფენა „როცა ადამიანი მიღიმის…” -  სხვა და სხვა ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილებისა მქონე ბავშვების თანამშრომლობით შექმნილი ინტერაქციული ექსპოზიციაა, სადაც პატარა დამთვალიერებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები დაამატონ გალერეის კედლებს და გამოფენის თანაავტორები გახდნენ. გამოფენის მომზადებაში ასევე, „World Vision საქართველოს” ცენტრის ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა და ექსპოზიციაში მათ ნამუშევრებსაც შეხვდებით.  გამოფენა გაიხსნება 31 მაისს, 12:00 საათზე, გალერეაში პირველ სართულზე „კუბი კონტექსტში.“ 

დღის ბოლოს, იქნება დასკვნითი კონცერტი ბავშვების მონაწილეობით.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://www.facebook.com/share/1CvTJmMAC1/

პროექტის მხარდამჭერები არიან: „ბიბლუსი“,  „სანტე“,  „ნიკორა”,  „მინიკუბი“,  „ლიბრუსი“ ,  „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი”,  „წითელი ჯვარი“,  „ბაკურიანი“,  „პილთონი“ , „კეთილი და პატიოსანი“, „ბუნებარე“, „ალუბალა” „თვითონ“, „სოფიოგა”, „ცეში“, „ცოდნის ლაბორატორია“, „კაიკონა“, „ლილაკი“,  „მირაბალდები”.

 

R