1-ელ ივნისს ბავშვებს საბურთალოს “სითი მოლში” კავეას სივრცეში უამრავი სიურპრიზი ელოდებათ - Marao

1-ელ ივნისს ბავშვებს საბურთალოს “სითი მოლში” კავეას სივრცეში უამრავი სიურპრიზი ელოდებათ

2026-05-28 11:17:45+04:00

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით LIB.GE სივრცე წარმოგიდგენთ საბავშვო ფესტივალს - ,,კითხვა-კითხვით".ფესტივალი საბურთალოს „სითი მოლში“ კავეას მეორე დარბაზსა და გარე სივრცეში გაიმართება. გამომცემლობა „პალიტრა L“-ი LIB.GE-სთან ერთად მათ უმზადებს სახალისო აქტივობებს, რომლებიც კიდევ უფრო წაახალისებს კითხვას და გაუღვიძებთ ინტერესს წიგნის მიმართ.

ფესტივალის გენერალური სპონსორია ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი’’,რომელიც მოსულ სტუმრებს საბავშვო ბრენდების გასართობ აქტივობებსა და გათამაშებებს შესთავაზებს.

„კავეას“ გარე სივრცეში სტუმრებს ასევე ელოდებათ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფიისა და „პალიტრა სტუდიის“ ხატვის მასტერკლასები, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით, ფოტო-ზონები და საჩუქრები ფესტივალის მეგობრებისგან.

ღონისძიებაზე ბავშვების მეგზური სხვადასხვა განყოფილებაში იქნება ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ერთდღიანი ფესტივალი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი, გაიმართება15:00-16:30 საათებში  და 5-11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ ნაწილში გიორგი კეკელიძე ისაუბრებს „კუპატას თავგადასავალზე“, ირმა მალაციძესთან ერთად პატარა სტუმრები შექმნიან ზღაპარს და იხილავენ ,,თამაშობანას" სახალისო შესვენებას, რომლის მოდერატორი თემო გერაძე იქნება. 

მეორე ნაწილი განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის  და 16:30-18:00  საათის ჩათვლით გაიმართება. იხილავთ ,,თამაშობანას" შემეცნებით პროგრამას, გიორგი კეკელიძე ისაუბრებს წიგნის ძალაზე,  ნათია ფანჯიკიძე კი გამართავს საინტერესო დიალოგს -  ,,შენი საიდუმლო კითხვა ფსიქოლოგს", - ამ კითხვების დასმას მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებამდე LIB.GE-ს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ გუგლ-ფორმის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ პირველი ფესტივალი სიმბოლურად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მიეძღვნება.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი’’

სპონსორები: „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ზუმერი“, „ნამი8“ და „ბამბინო“.

მხარდამჭერები: „ბებე+“, „ბიბლუსი“, „ძველი სუფრა“, „პალიტრა სტუდია“, „კამარა“, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია და „მინისო“.

 

R