მსახიობი რუსკა მაყაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის, "სხვა ნანუკას" სტუმარი იყო. რუსკამ გადაცემის ფარგლებში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ყოფილ მეუღლესა და შვილებზე.
"ბავშვები ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით არიან - იმდენად მარტივად მივუდექი მეც, რომ ბევრად გამიმარტივდა პროცესი. გაჩენის დღიდან მაუგლებივით გაიზარდნენ. მთელი სამეზობლო გიჟდება კატოზე. კატო მაგონებს ჩემს თავს, მგონია, რომ მე მგავს - დგას და მღერის, ცეკვავას, ვიდეოებს იღებს, ძალიან სასაცილოა. მეც ბავშვობაში ყველგან ვმღეროდი და ვცეკვავდი, არ მრცხვენოდა არასდროს.
მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე უკვე ძალიან დიდი ცუდი რაღაც ხდება. ემატება, ემატება ერთმანეთს, შენი ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ. ტვინში არასდროს მქონდა დაშვებული ორი რამ - რომ ბებიაჩემი გარდაიცვლებოდა და ოჯახი დამენგრეოდა. ეს ორი რაღაც უცნაურად მქონდა ჩაკეტილი. ყველაფერს შევძლებთ და გამოვა-მეთქი, დიდხანს ვამბობდი.
მეც ძალიან ბევრ რამეში ვარ დამნაშავე და - ისიც. როცა ურთიერთობა უკვე ტოქსიკური გახდა, ბავშვებმაც იგრძნეს ეს. ჩემთვის ამ დროს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვები იყო. მეშინოდა, რომ ისინი ინერვიულებდნენ.
შემდეგ ვთქვი, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და რატომ არ უნდა ვიყოთ კარგად, მეც და ეს ბიჭიც-მეთქი. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა არ იყო."

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.

"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.
დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.