Tomboy სტილიდან ნამდვილ ლედობამდე: შაილო ჯოლის უარი მამის გვარზე, დედის კაბა და გატაცება ცეკვით: ლეგენდარული წყვილის ქალიშვილი 20 წლისაა - Marao

Tomboy სტილიდან ნამდვილ ლედობამდე: შაილო ჯოლის უარი მამის გვარზე, დედის კაბა და გატაცება ცეკვით: ლეგენდარული წყვილის ქალიშვილი 20 წლისაა

2026-05-29 13:17:27+04:00

შაილო ჯოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი უკვე 20 წლისაა. ის 2006 წლის 27 მაისს, ნამიბიაში დაიბადა, სადაც იმ დროს ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებისგან დასასვენებლად იყო წასული. მისი პირველი ფოტოები კი მაშინვე ჟურნალ PEOPLE-ის გარეკანზე მოხვდა.

"შაილო საოცრად თბილი და მხიარული ბავშვია. ვგრძნობ, რომ ძალიან მგავს, ვხვდები, წინ ბევრი თავგადასავალი გველის!" - ამბობდა ანჯელინა ჯოლი ჯერ კიდევ 2007 წელს. შაილო დაბადებიდანვე ჩართულია ქველმოქმედებაში. ნამიბიაში არსებობს მისი სახელობის ფონდი - Shiloh Wildlife Sanctuary, რომელიც სპილოებისა და მარტორქების გადარჩენაზე ზრუნავს. შაილო დედასთან ერთად ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში (მაგალითად, კამბოჯაში) და აქტიურად უჭერს მხარს ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ პროექტებს.

როგორც კი შაილოს 18 წელი შეუსრულდა, მან ოფიციალურად მიმართა სასამართლოს, რათა გვარიდან ამოეღო მამის გვარი - „პიტი“ და დაიტოვა მხოლოდ შაილო ჯოლი. ეს იყო მისი პირადი და სამართლებრივი განაცხადი, რომ მას საკუთარი გზის გაკვალვა სურს მშობლების საჯარო კონფლიქტების მიღმა.

შაილო პროფესიონალი მოცეკვავეა და სულ ცოტა ხნის წინ K-pop მუსიკალურ ვიდეოშიც კი გამოჩნდა.

შაილო ჯოლის ტრანსფორმაციას წლების განმავლობაში

პირველი ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე 

9 წლის შაილო დასთან, ზაჰარასთან ერთად დედას 2015 წლის Kids' Choice Awards-ზე ახლდა, სადაც ანჯელინა Maleficent შესრულებული როლისთვის იყო ნომინირებული.

Shiloh-Jolie

მოგზაურობა კანადაში 

2017 წელს შაილო და-ძმებთან ერთად ტორონტოს კინოფესტივალს ეწვია. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი სერიოზული გამოჩენა დიდ კინოფორუმზე.

Shiloh Jolie

ჰოლივუდური გლამური 

კინოფესტივალის შემდეგ, სულ რამდენიმე კვირაში შაილო უკვე ლოს-ანჯელესში, პრემიერაზე პოზირებდა. პუბლიკამ მაშინვე შენიშნა, რამდენად თავდაჯერებულად გრძნობდა თავს კამერების წინ.

Shiloh-Jolie

დედის ორეული 

დროთა განმავლობაში ყველასთვის აშკარა გახდა, რომ შაილომ დედისგან არა მხოლოდ სილამაზე, არამედ მისი ცნობილი ცისფერი თვალებიც მემკვიდრეობით მიიღო.

Shiloh Jolie

ოჯახური იდილია 

2019 წელს Maleficent მეორე ნაწილის პრემიერაზე ჯოლის ყველა შვილი შეიკრიბა. ეს იყო იშვიათი მომენტი, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიხილეთ.

Shiloh Jolie

დედის გარდერობიდან

2021 წელს, ფილმ "მარადიულების“ პრემიერაზე შაილომ ნამდვილი ფურორი მოახდინა - მას ანჯელინას ძველი, გადაკეთებული კაბა ეცვა, რითაც ეკომეგობრული მოდის ტენდენციას დაუჭირა მხარი. თუმცა სანამ შაილო 2021 წელს წითელ ხალიჩაზე დედის გადაკეთებული Gabriela Hearst-ის კაბით გამოჩნდებოდა, მან დიდი გზა გაიარა. მოდის კრიტიკოსები წლების განმავლობაში განიხილავდნენ მის მკაცრ, ბიჭურ სტილს (Tomboy style).

ბავშვობაში შაილო უპირატესობას ანიჭებდა მამაკაცის კოსტიუმებს, სმოკინგებს, სპორტულ ჰუდებსა და მოკლე ვარცხნილობას (ხშირად მას ბრედ პიტის „მინი-ვერსიას“ უწოდებდნენ). მისი გარდასახვა ჰოლივუდურ გლამურში (კაბებსა და დახვეწილ სილუეტებში) იყო არა უბრალოდ გაზრდა, არამედ ნამდვილი მოდური ტრანსფორმაცია, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა.

Shiloh-Jolie

კინოვარსკვლავი დედა

შაილო 2021 წელს რომის კინოფესტივალის Eternals პრემიერაზე დედამისის ძალიან ჰგავდა.

Shiloh-Jolie

ცეკვა

შაილო წლებია ვარჯიშობს ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ სტუდიაში - Millennium Dance Complex (სადაც ბრიტნი სპირსი, ბიონსე და პინკი რეპეტიციობდნენ). მისი ქორეოგრაფები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მას აქვს საოცარი რიტმის გრძნობა და „ჰიპ-ჰოპის ბუნებრივი ენერგია“. ვიდეოები, სადაც ის ცეკვავს (მაგალითად, Doja Cat-ის „Vegas“-ზე), ხშირად ხდება ვირუსული TikTok-სა და YouTube-ზე.

შაილომ ყველას დაუმტკიცა, რომ მას თავისი გზა აქვს. მან წარმატებით გაიარა კასტინგი კორეელი მომღერლის, და-იუნგის კლიპისთვის. საინტერესოა, რომ გადამღებმა ჯგუფმა მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ მათ წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის შვილი იყო.

"შაილო საოცარი ნიჭით გამოირჩეოდა. წარმოდგენა არ გვქონდა, ვისი შვილი იყო, სანამ გადაღებები არ დასრულდა," - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

Shiloh-Jolie