დიდი ხნის განმავლობაში ესთეტიკურ მედიცინაში ქალები ორ მთავარ პროცედურას მიმართავდნენ. ესენია: კლასიკური ფილერები, რომლებიც მოცულობას ავსებენ და ნაოჭებს ასწორებენ და მეზოთერაპია (იგივე „მეზო“), რომელიც კანის ზედაპირს ვიტამინებით კვებავს, ატენიანებს და ჯანსაღ ნათებას აძლევს.
თუმცა, თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა, რომ დაბერება მხოლოდ ზედაპირული პრობლემა არ არის, ის კანის ყველა ფენაში ერთდროულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ცალკეული პროცედურების ეპოქა წარსულს ბარდება. დღეს მსოფლიო წამყვანი კლინიკები გადადიან ფრანგული ბრენდის, Fillmed-ის მიერ შემუშავებულ კომბინირებულ პროტოკოლებზე, როგორებიცაა Bio-skin-gineering და BIONUTRILIFT.
ეს არის სრული რევოლუცია: ექიმი ერთდროულად მუშაობს კანის ყველა ფენაზე და ერთ პროცედურაში აერთიანებს როგორც ფილერის, ისე „მეზოს“ ძალას.
მეზოთერაპია არის კანის ღრმა გამოკვება. Fillmed-ის შემთხვევაში, საუბარია ბრენდის ლეგენდარულ პროდუქტზე NCTF 135HA. ეს ნივთიერება შეიცავს 12 ვიტამინს, 24 ამინომჟავას, მინერალებს და სუფთა ჰიალურონის მჟავას. როდესაც ამ ფორმულას უმაღლესი ხარისხის შემავსებელი - ART Filler - ემატება, მიიღება იდეალური კომბინაცია: ფილერი მომენტალურად ასწორებს ნაოჭს და ქმნის საყრდენს, ხოლო „მეზო“ კოქტეილი უჯრედულ დონეზე აცოცხლებს კანს.
გოგოებსა და ესთეტიკის ექსპერტებს შორის ყველაზე განხილვადი თემა ფილმედის ე.წ. „მანძილის ეფექტია“, რომელიც საფრანგეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კლინიკურმა კვლევამაც დაადასტურა.
BIONUTRILIFT პროტოკოლის დროს, პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ყვრიმალისა და ქვედა ყბის მიდამოში სპეციალური ვექტორული ტექნიკით. შედეგი კი ფენომენალურია: იქმნება მიზანმიმართული ლიფტინგ-ეფექტი, რომელიც ბუნებრივად ვრცელდება და ჭიმავს ტუჩ-ნიკაპისა და ცხვირ-ტუჩის ზონასაც კი. ანუ, სახის ქვედა ნაწილი სწორდება იქ პირდაპირი, ადგილობრივი ინექციის გარეშე.
კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა 96%-ში:
ამ მეთოდს სპეციალისტები Bio-skin-gineering-ს უწოდებენ. ექიმი, როგორც ნამდვილი არქიტექტორი, სხვადასხვა სიღრმეზე და კუთხით ანაწილებს პროდუქტს.
ზედაპირულ ფენებში NCTF კოქტეილი აქრობს სიმშრალეს და წვრილ ნაოჭებს, ხოლო ღრმა სუბდერმულ შრეში თავსდება ART Filler Fine Lines. პროდუქტი შეიცავს ლიდოკაინს, ამიტომ პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ის მოქმედებს როგორც შიდა კარკასი, რომელიც სახეს მომენტალურად უბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
შედეგი ორფაზიანია. სახის სისავსესა და ნათებას ხედავთ კლინიკიდან გამოსვლისთანავე, ხოლო 4-6 კვირაში, როცა ორგანიზმი საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას იწყებს, ეფექტი პიკს აღწევს და 18 თვემდე ნარჩუნდება.
Fillmed-მა დაამტკიცა, რომ ნამდვილი სილამაზე არა ხელოვნურ გადატვირთვაში, არამედ კანის სტრუქტურის სიღრმისეულ, ფენა-ფენა აღდგენაშია. სწორედ ამიტომ არის ეს მიდგომა დღეს ყველაზე მოთხოვნადი და ტრენდული.
R