Victoria’s Secret-ის ქასთინგი და სკანდალი ჯიჯი ჰადიდის გარშემო - Marao

Victoria’s Secret-ის ქასთინგი და სკანდალი ჯიჯი ჰადიდის გარშემო

2026-06-01 12:48:39+04:00

მოდის სამყაროში ახალი სკანდალია. Victoria’s Secret-მა 2026 წლის ჩვენებისთვის ახალი სახეების ძიება ქვეყნის მასშტაბით ღია კასტინგებით დაიწყო. იდეა ასეთი იყო: ნებისმიერ გოგოს, სააგენტოსა და გამოცდილების გარეშე, შეეძლო მისულიყო და საკუთარი ბედი ეცადათ. თუმცა, მაიამიში გამართული ივენთი სკანდალში გადაიზარდა, როდესაც იქ ჟიურისა და მენტორის ამპლუაში სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი გამოჩნდა.

gigi-hadidi

  • რას პასუხობს სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი"ეპშტეინის ფაილებში" მონაწილეობაზე ბრალდებას: “საშინელებაა იმის წაკითხვა, თუ როგორ საუბრობს შენზე ასეთი ფორმით ადამიანი" 

რამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება

სოციალურ ქსელებში ჯიჯის შეფასებებსა და ვიზიტს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ჯიჯის და ბრენდს რამდენიმე მიზეზის გამო დაესხნენ თავს.

ყველაზე დიდი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ჯიჯი ჰადიდი მულტიმილიონერი ოჯახიდანაა. მას ცხოვრებაში ერთი რეალური კასტინგიც კი არ გაუვლია.

ხალხმა ჩათვალა, უსამართლოა, როცა დამწყები გოგონები საათობით დგანან რიგში, ნერვიულობენ, და ამ დროს მათ ისეთი ადამიანი აფასებს, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის უარი და რეალური კონკურენცია. "რა ირონიაა, შეფასებას იღებ იმისგან, ვისაც ყველაფერი მზამზარეული მიართვეს," - წერდნენ კომენტარებში.

ვიდეოებში ჩანდა, რომ ჯიჯი გოგონებს ეხუტებოდა, ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ ყველა მშვენიერია. ხალხმა ამას "ტოქსიკური პოზიტივი" უწოდა.

კრიტიკოსების თქმით, ეს Victoria’s Secret-ის მხრიდან უბრალოდ პიარ-სვლაა, რათა აჩვენონ, თითქოს ძალიან თბილი და ინკლუზიური ბრენდია. რეალურად კი ყველამ იცის, რომ კომპანია მაინც ძველ სტანდარტებს დაუბრუნდება და გოგონების იმედებით უბრალოდ შოუ დადგეს ხალხის მოსაზიდად.

  • რა სჭირს ბელა ჰადიდს? სუპერმოდელის გულწრფელი პოსტი და დედის, იოლანდა ჰადიდის ემოციური წერილი 

ჯიჯი ჰადიდის ჩაცმულობა

ჯიჯიმ კასტინგზე ღია ყვითელი "ბეიბიდოლ" კაბა განიერ ჯინსებზე მოირგო. ეს არის ადრეული 2000-იანი წლების ტრენდი, რომელიც ბევრს ბავშვობის უცნაურ მოდურ არჩევანს ახსენებს.

ინტერნეტში ლუქს "მილენიალების პოსტტრავმული სინდრომი" უწოდეს და დაწერეს, რომ ეს სტილი სამუდამოდ დამარხული უნდა დარჩენილიყო.

"ეს კაბა ჯინსებზე მხოლოდ იმიტომ ჩანს ნორმალურად, რომ ჯიჯი ჰადიდია მაღალი და გამხდარი, თორემ სხვაზე კატასტროფა იქნებოდა," - აღნიშნავდნენ კომენტარებში.

gigi-hadid