ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან მაკა ასათიანის ვაჟზე, კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ნანიკოს თავად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს - არის ანტერპრენერი, მარკეტერი, ჰყავს ორი შვილი და მისთვის მთავარი სწორედ ცხოვრების ამ ორ მხარეს შორის ბალანსია.
ნანიკო კლდიაშვილი თითქმის არასდროს ჩნდება კამერებთან, იშვიათია მისი ინტერვიუებიც - ამჯერად გამონაკლისია, მან unbalanced.-თან ბლიც ინტერვიუს ფორმატში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:

ნანიკო კლდიაშვილის ინტერვიუ
- ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?
- დაუსრულებელი მეოცნებე, რომელსაც გამორთვის ღილაკი არ აქვს.
- რა განიჭებს სავსეობის განცდას?
- არაფერი. ეკონომიკა ხომ ზუსტად იმაზეა აწყობილი, რომ მუდმივად რაღაც გვაკლდეს.
- რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება დღეს?
- 30 წუთი სრული სიჩუმე. არანაირი კითხვა, არანაირი საქმის გარჩევა და... არავინ ეძებს დაკარგულ ფეხსაცმელს.
- დღის რომელ მონაკვეთს ელი ყველაზე მეტად?
- საღამოს 8 საათს. სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც. ეს ის სიმყუდროვეა, რასაც ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე.
- რა არის პირველი, რაც თავში მოგდის ფრაზაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“?
- ბალანსი.
- რას უყურებ ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო მსუბუქად?
- თავად ცხოვრებას და იმ კადრებს შორის გაპარულ მომენტებს.
- რა გინარჩუნებთ ერთიანობას ამჟამად?
- ჩემი შვილები და ბრმა ოპტიმიზმი.
- როგორია შენი წარმოდგენა დაბალანსებულ ცხოვრებაზე დღეს?
- ცხოვრება ზუსტად საჭირო დოზით მიწოდებული სიურპრიზებითა და მოულოდნელი შემობრუნებებით.