"ყველა ერთად - ფეხბურთელები და მთავარ გულშემატკივრები" - ფოტო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა - Marao

"ყველა ერთად - ფეხბურთელები და მთავარ გულშემატკივრები" - ფოტო, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა

2026-06-06 17:14:05+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. მისი ბოლო მატჩი 2026 წლის 2 ივნისს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა იყო. კაპიტნის სამკლავური გურამ კაშიასგან ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. 

თანაგუნდელებმა გურამ კაშიას გაცილების განსაკუთრებული საღამო მოაწყვეს - ფეხბურთელები ყველაზე დიდ გულშემატკივრებთან, მეუღლეებთან ერთად შეიკრიბნენ და საყვარელი მუსიკალური ჰიტებისა თუ ქართული ცეკვის თანხლებით დაუვიწყარი დღე შექმნეს, ვიდეოები და ფოტოები კი სოციალურ ქსელშიც გააზიარეს. 

ეროვნული ნაკრები - ფეხბურთელები და მათი ოჯახები

nakrebi