იდეალური მაკიაჟის საიდუმლო არა მხოლოდ სწორად შერჩეული პროდუქტები, არამედ ფერებია, რომელიც ჩვენს ნაკვთებს კიდევ უფრო გამოკვეთს.
დღეს, ბუნებრივი მაკიაჟის ერაში მეტი ყურადღება ექცევა სწორად მოვლილი კანის წარმოჩენას და არა ნაკლოვანებების დაფარვას. შესაბამისად, კოსმეტიკის ბაზარზე უმეტესად ბზინვარე, გამჭვირვალე და სველი ეფექტის მქონე პროდუქტები გვხვდება. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ჩვენმა ყოველდღიურმა მაკიაჟმა სასურველი შედეგი მოგვცეს მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ტუჩსაცხისა და ფანქრის გრადაციები, ჩვენი თმის ფერისა და კანის ქვეტონის მიხედვით.
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, იტალიურმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Bellaoggi-მ შექმნა ტუჩის პროდუქტების მრავალფეროვანი ხაზი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ვიზუალს ესადაგება, რაც სასურველი ფერის შერჩევას უფრო ამარტივებს. ეს 5 რჩევა კი საუკეთესო შედეგის მიღებაში დაგვეხმარება:
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ფერის ტუჩსაცხი თქვენს მეგობარს ძალიან უხდება, საკუთარ თავზე კი არ მოგწონთ. ამის მიზეზი შეიძლება კანის ქვეტონი იყოს. ტუჩსაცხის შერჩევისას გადამწყვეტი კანის ფერი კი არა, მისი ქვეტონია, რომელიც შეიძლება იყოს თბილი, ცივი ან ნეიტრალური.
თუ თქვენს კანს ოქროსფერი ან თბილი ელფერი დაჰკრავს, თქვენი ფერებია - თბილი ნუდი, ატმისფერი, ტერაკოტა და თბილი წითელი ან თბილი ვარდისფერი (არა მკვეთრი).
ცივი ქვეტონისთვის (როდესაც კანს ვარდისფერი ან ღია ცისფერი დაჰკრავს) იდეალურია კენკროვანი, ცივი ვარდისფერი და ბაცი წითელი ფერები.
ნეიტრალურ კანს კი თითქმის ყველაფერი უხდება, თუმცა ყოველდღიური მაკიაჟისთვის ნუდი და თბილი ვარდისფერი ტონები საუკეთესო არჩევანია.


თმის ფერზე პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყურება მაკიაჟი. გთავაზობთ მაკიაჟის სპეციალისტების კლასიკურ მიდგომას თმის ფერისა და ტუჩის მაკიაჟის შესაბამისობასთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, ინდივიდუალური შემთხვევები შეიძლება განსხვავდებოდეს:
მაკიაჟის თანამედროვე ტენდენციებში დაბრუნდა ტუჩის ხაზის გამოკვეთა, თუმცა არა უხეშად, არამედ ნაზი გრადაციის მეშვეობით. ამგვარი ეფექტის მისაღწევად შეარჩიეთ თქვენს ტუჩსაცხზე ან გლოსზე ერთი ან ორი ტონით მუქი ტუჩის ფანქარი ან ლაინერი, რომელსაც რბილი ტექსტურა ექნება და ადვილად შეერევა სხვა პროდუქტს. ლაინერით მქრქალად შემოავლეთ კონტური ტუჩს და შემდეგ, ნელი მოძრაობით დაიტანეთ მცირე რაოდენობით გლოსი ან ტუჩსაცხი - კუთხეებში შედარებით ნაკლებად, ცენტრში კი უფრო მკვეთრად. ასე მიიღებთ მოცულობითი ტუჩის ეფექტს.

მაკიაჟის გამძლეობა დამოკიდებულია პროდუქტის ტექსტურაზე. თუ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, რეკომენდებულია, გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებსაც მატირების ეფექტი აქვს და დიდხანს ნარჩუნდება ტუჩზე.
თუ მაკიაჟის ხშირად განახლების საშუალება გაქვთ, მაშინ გლოსი უფრო ახალგაზრდულ და მსუბუქ ეფექტს შეგძენთ.
ბუნებრივი მაკიაჟის მისაღებად ტუჩსაცხის, თვალის ჩრდილებისა და ბლაშის ფერები ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მაგალითად, თუ თქვენი კანის ქვეტონის მიხედვით ნაზ ვარდისფერ ბლაშსა და ნუდ თვალის ჩრდილებს იყენებთ, მაშინ ნუდი, ღია და ნეიტრალური ვარდისფერი, ღია ყავისფერი და საღამოს მაკიაჟისთვის ბაცი წითელი ტუჩის პროდუქტები გამოგადგებათ.
თუ თქვენი ბლაში უფრო ატმისფერ და ტერაკოტისფერ ტონალობებშია, მაშინ ნუდი, ღია ატმისფერი და ყავისფერი ტუჩის მაკიაჟი გესაჭიროებათ.
Bellaoggi-ს მეტი პროდუქტის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
R