თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას წყვილი ქართველი ტელემაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. თემო ნიჭიერი მომღერალი და ტელეწამყვანია, ხოლო მარიტა, მომხიბვლელი მოდელი და ტელესახეა. ისინი წლების განმავლობაში ეკრანიდან ესალმებოდნენ მაყურებელს.
წყვილის ხელის თხოვნის კადრებმა სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა - თემომ მარიტას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა. დღეს წყვილი უკვე ორ ბიჭუნას, ბექასა და კონსტანტინეს ზრდის. მათი ოჯახური იდილია და თბილი კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.
პატარა კონსტანტინე ცოტა ხნის წინ ერთი თვის გახდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მშობლებმა გამომწერებს პატარას პირველი ფოტოები გაუზიარეს.


მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას ოჯახი
მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. წყვილს ორი შვილი ბექა და კონსტანტინე ჰყავთ.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

"ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას - მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ." - ამბობდა თემო საჯაია.