"როგორია ელჩის ცოლობა? როგორ ინარჩუნებთ წონას?" - თაკო ჩხეიძე ყველაზე საინტერესო და აქტუალური კითხვების შესახებ - Marao

"როგორია ელჩის ცოლობა? როგორ ინარჩუნებთ წონას?" - თაკო ჩხეიძე ყველაზე საინტერესო და აქტუალური კითხვების შესახებ

2026-06-08 12:12:16+04:00

მოდელი თაკო ჩხეიძე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. თაკო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს და ამჯერადაც ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე ისაუბრა. 

- როგორ ინარჩუნებთ წონას, როგორია თქვენი დილის რუტინა და კვება?

- სიმართლე გითხრათ, დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ. ვცდილობ, დავაბალანსო კვების რაციონი. ძალიან მიყვარს სახლის საჭმელები. ბევრს ვმოძრაობ,  ვცდილობ, კვირაში 3-4-ჯერ ვივარჯიშო, სულ ესაა. საშინლად არ მიყვარს აკრძალვები და, მადლობა ღმერთს, რომ გენეტიკაც ხელს მიწყობს.

- ტუჩები ბოტოქსით გაქვთ დაბერილი?

- ტუჩები ბოტოქსით არ იბერება. ჩემი ტუჩები არის ბუნებრივი, უბრალოდ სწორი მოვლა და სწორი მაკიაჟი - სულ ეს არის.

- როგორია ელჩის ცოლობა/პარტნიორობა?

- პირველ რიგში, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთმხარდაჭერაა. 

- ულამაზესი ხართ - რამდენი წლის ხართ?

- 45, ასაკს არასდროს ვმალავ. მგონია, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი და თავისუფლება მოაქვს.

tako-chkheidze

  • ერთი ოქროს წესი თაკო ჩხეიძისგან: უმშვენიერესი მოდელის საყვარელი პროცედურები და სილამაზის საიდუმლო

- თქვენი აზრით, რა არის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო?

- წარმატების საიდუმლო ალბათ არის მუდმივობა. ყველა აღვნიშნავთ ნიჭს, მაგრამ გვავიწყდება მთავარი, შრომა, შრომა და შრომა. შრომის გარეშე ვფიქრობ, რომ ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ.

- რას ურჩევდით მოზარდებს, რომლებსაც მოდელად სურთ მუშაობა?

- მოზარდებს ვურჩევდი დისციპლინას, განათლებას, საკუთარ თავზე მუშაობას, შრომისუნარიანობას და მოთმინებას.

  • 4 პროცედურა, რომლებსაც თაკო ჩხეიძე სახის კანისთვის იტარებს: როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის თავის მოვლის რუტინა 

თაკო ჩხეიძე

თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.

საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში, რაც მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა თავისი მრავალმხრივი ტალანტი და პროფესიონალიზმი. მისი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანი იყო ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვისაც.

2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.

tako-chkheidze

  • სიყვარულის 28 წელი, სამი შვილი და ამბავი სილამაზის სიმბოლოზე: თაკო ჩხეიძე 45 წლის გახდა 

თაკო ჩხეიძის კარიერა წარმოადგენს წარმატების მაგალითს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ინიციატივა ერთმანეთს ერწყმის, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოდის ინდუსტრიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.

რუსლან აბაშიძე დიპლომატია და მისი საქმიანობა ოჯახს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. თაკო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მრავალშვილიანობა პასუხისმგებლობის გაზრდას და ცხოვრების სირთულეებს მოიცავს, თუმცა მან წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევებს. 

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე ხშირად აღნიშნავენ ქორწინების იუბილეებს და სოციალურ ქსელებში იზიარებენ ერთობლივ ფოტოებს. მათი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დადებით შეფასებებს იმსახურებს.