„მისმა უდიდებულესობამ, შემთხვევითობამ განაპირობა ის, რომ მსახიობი გავხდი“ - მარინა ჯანაშიას ნაკლებად ცნობილი მოგონებები - Marao

„მისმა უდიდებულესობამ, შემთხვევითობამ განაპირობა ის, რომ მსახიობი გავხდი“ - მარინა ჯანაშიას ნაკლებად ცნობილი მოგონებები

2026-06-19 16:01:17+04:00

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავი, მარინა ჯანაშია, დღემდე რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემოქმედად, რომელმაც სცენასა თუ ეკრანზე უამრავი დასამახსოვრებელი და სახასიათო სახე შექმნა. მსახიობი 2021  წელს გარდაიცვალა, მაგრამ დარჩა უამრავი ინტერვიუ თუ მოგონება, რომელიც მის უბადლო ნიჭს, ცხოვრებისეულ სიბრძნესა და პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულს ინახავს. მისი თითოეული როლი, დაწყებული კლასიკური თეატრალური დადგმებიდან, დასრულებული კინოეკრანებზე განსახიერებული დრამატული პერსონაჟებით, ქართული კულტურის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია.

მარინა ჯანაშია ზვიად სირაბიძესთან, "პროექციაში", კარიერულ საწყისებსა და თეატრალურში მოხვედრის ისტორიას იხსენებდა:

მარინა ჯანაშიას ინტერვიუ

"ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ იმდენად მორცხვი ვიყავი, ვიცოდი, რომ ჩემგან მსახიობი არ გამოვიდოდა. გამომდინარე აქედან, ჩემებმაც კარგად იცოდნენ ჩემი ხასიათი და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას მიწევდნენ.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – მისმა უდიდებულესობამ, შემთხვევითობამ განაპირობა ის, რომ მსახიობი გავხდი. როგორ მოხდა, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ჩემი მეგობარი მეორე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, რომელიც ძველ კინოსტუდიასთან ახლოს მდებარეობდა, სადაც დღეს გერმანიის საელჩოა. მას რაღაც საქმეზე გავყევი და როდესაც კინოსტუდიას ჩავუარეთ, ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა შიგნით. აი, ის სამყარო მიზიდავდა, რომელიც ჩემთვის იმ დახურულ ჭიშკართან მთავრდებოდა.

ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით და სწორედ ამ ჭიშკრიდან გამოვიდა ერთი სიმპათიური ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა: "იცით რა? მინდა, ახლა სინჯებზე შეგიყვანოთ". მე საკმაოდ კრიტიკული წარმოდგენა მქონდა ჩემს გარეგნობაზე, საკუთარ თავზე დიდებული წარმოდგენა არასდროს მქონია, ამიტომ ვუპასუხე: "ალბათ გეშლებათ, ალბათ ჩემი მეგობარი გინდათ-მეთქი". მან კი მითხრა: "არა, არა, სწორედ თქვენ უნდა შეგიყვანოთო".

და მართლაც შემიყვანეს ბატონ რეზო ჩხეიძესთან, რომელიც, თურმე, მაშინ ფილმ "ღიმილის ბიჭებს" იღებდა. გასაკვირია რამ გამათამამა, მაგრამ როდესაც ბატონმა რეზომ მითხრა, ლექსი წამიკითხეო, წავუკითხე. მერე გამომკითხა, სად ვაბარებდი და ა.შ. მე მოვახსენე, რომ უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, მან კი მითხრა: "არა, შვილო, შენ რა გინდა უნივერსიტეტში? წადი თეატრალურ ინსტიტუტში, საბუთების მიღება მთავრდება და სასწრაფოდ იქ ჩააბარე საბუთებიო" - იხსენებდა მარინა ჯანაშია.

marina-janashia

  • "მარინა იყო ის ადამიანი, ვის გამოც მე სახლში მეჩქარებოდა... ყველაფრის საყრდენია ქალი ოჯახში" - "ლურჯა ცხენების" მხატვრის, თემო გოცაძის ცხოვრების ისტორია 

მარინა ჯანაშია

ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო,  1981–1987 წლებში კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. 

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, ოჯახსა და შვილებს, მუდამ ამბობდა, რომ ეს სწორედ ის ციხე-სიმაგრე იყო, რომელიც აძლიერებდა; სადაც ბოლომდე ტოვებდა მსახიობის როლს და ხდებოდა მეუღლე, დედა და უბრალოდ მოსიყვარულე ბებია:

"იცით, ჩემი ოჯახი ჩემია, ჩემი ციხე-სიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები გამოფენილი, როგორც უნდა იყოს, ჩვეულებრივ, მსახიობის ოჯახში და იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა, რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახალა როგორ ვითამაშებდი"

  • ანა ფრანკის მამამ მედეა ჯაფარიძეს წერილი მისწერა: "წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია..." 

მისი მეუღლე მხატვარი თემო გოცაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახსა და პირადზე საუბარი არ უყვარდა, მუდამ აღნიშნავდა, რომ მასზე ძვირფასი არაფერი გააჩნდა და დროთა განმავლობაში ამას უკეთ იაზრებდა. ადრე თუ დაუფიქრებლად დათმობდა კარიერის გამო ყველაფერს, ასაკის მატებასთან ერთად გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ შეუმდგარი პროფესიული მისწრაფება იქნებოდა:

marina-janashia

  • ომში მონაწილეობა, ულამაზესი ცოლი და დიდებული კარიერა - ოთარ კობერიძე 

"მარინა პირველად თეატრში ვიხილე. სპექტაკლში "ბერნარდა ალბას სახლი" დავინახე და გამოვარჩიე, პირდაპირ ასხივებდა. მისმა როლმა მომაჯადოვა, ჩემთვის მარტო ის იყო, სხვას ვერც ვხედავდი. რა თქმა უნდა, სპექტაკლის შემდეგ მეც მივედი და მივულოცე წარმატება, მაგრამ მაშინ შეუმჩნეველი დავრჩი”, - იხსენებდა მხატვარი თემო გოცაძე. 

მსახიობი 2021 წლის 27 მაის გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო ორ წელში 14 ოპერაცია ჩაიტარა. მარინა ჯანაშია დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.