რას წერენ 10xSEO-ს შესახებ საერთაშორისო პლატფორმა Clutch-ზე? - Marao

რას წერენ 10xSEO-ს შესახებ საერთაშორისო პლატფორმა Clutch-ზე?

2026-06-08 15:57:47+04:00

ციფრული მარკეტინგის სააგენტოს არჩევისას, კარგად შეფუთულ დაპირებებზე მეტად ყოველთვის რეალური კლიენტების გამოცდილება ფასობს. Clutch - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მკაცრი B2B რეიტინგების პლატფორმაა. აქ კომპანიების შეფასება და განხილვა მხოლოდ დამკვეთების სრული ვერიფიკაციის გავლის შემდეგ ქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ SEO სააგენტოებს შორის მხოლოდ 10xSEO-ს აქვს ამ რაოდენობის დადასტურებული და უმაღლესი (5.0/5.0) შეფასება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალურად იხილონ, რას ფიქრობენ რეალური ბიზნესები სააგენტოზე გლობალურ თუ ლოკალურ ბაზარზე, 10xSEO-ს ოფიციალურ პროფილზე Clutch-ზე.

რატომ მოსწონთ 10xSEO პარტნიორებს?

Clutch-ის ოფიციალური მონაცემებით, კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს სააგენტოს გუნდის ოპერატიულობას, საიმედოობასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. დამკვეთები ძირითადად 3 მთავარ უპირატესობას გამოყოფენ:

  • პროცესების აბსოლუტური გამჭვირვალობა: დამკვეთმა ყოველთვის იცის, რა გაკეთდა დღეს და რა არის დაგეგმილი ხვალ.
  • პუნქტუალურობა და მკაცრი გეგმა: ამოცანების ზუსტად დროში ჩატევა (დედლაინების დაცვა) და სტრატეგიიდან გადაუხვევლად მოქმედება.
  • მუდმივი კომუნიკაცია: სწრაფი რეაგირება და ბიზნესის შიდა პროცესებში გუნდის სრული ჩართულობა.

რას ამბობენ რეალური ბიზნესები 10xSEO-ზე?

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პირდაპირი ამონარიდი სააგენტოს კლიენტების ოფიციალური შეფასებებიდან:

  • თაკო გვასალია (პროექტების მენეჯერი, გარემოსდაცვითი კომპანია „გერგილი“):„ისინი არიან პროაქტიულები, ყურადღებიანები დეტალების მიმართ და ნამდვილად მოწოდებულები არიან გაზომვადი წარმატების მისაღწევად.“
  • შოთა თელიაშვილი (დამფუძნებელი, Avia.ge):„მათმა SEO სტრატეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ორგანული ტრაფიკი და ბილეთების გაყიდვები. მათ ზუსტად იციან, როგორ დაიკავონ მოწინავე პოზიციები ექსტრემალურად მაღალი კონკურენციის პირობებში და არ აკეთებენ მხოლოდ სტანდარტულ SEO-ს.“
  • ნატალია დარჩიაშვილი (მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკა თოდუა):„ჩვენ გვქონდა თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია, ერთად ვსახავდით გეგმებს და ვაწარმოებდით რეგულარულ მონიტორინგს.“
  • დავით გიორგაძე (E-Commerce მენეჯერი, Elehear - აშშ):„10xSEO ყოველთვის დროულად ასრულებს სამუშაოს, აქვს მკაცრი სამოქმედო გეგმები და ყველაფერი დოკუმენტირებულად მოგვეწოდება.“
  • ნინო ისაკაძე (გაყიდვების დირექტორი, Kvareli Lake Resort):„მათი პროფესიონალიზმი, დეტალების მიმართ ყურადღება და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა მათ აშკარად გამოარჩევს სხვებისგან.“
  • IRAO Insurance (სადაზღვევო კომპანია „ირაო“):„ენთუზიაზმი და დრო, რომელსაც 10xSEO საქმეში დებს, ნამდვილად აღსანიშნავია.“

მსგავსი უკუკავშირი ნათლად აჩვენებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. ეს ადასტურებს, რომ 10xSEO ბიზნესებს უბრალოდ სერვისს კი არ აწვდის, არამედ მათ სანდო, გამჭვირვალე და სტრატეგიულ პარტნიორად იქცევა.

სააგენტოს კლიენტების სრული შეფასებების სანახავად, შეგიძლიათ გაეცნოთ 10xSEO-ს ყველა რევიუს Clutch-ზე.

R