მოემზადე სამოგზაუროდ - რა შევიძინოთ გამგზავრებამდე - Marao

მოემზადე სამოგზაუროდ - რა შევიძინოთ გამგზავრებამდე

2026-06-10 10:19:03+04:00

დათბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზაფხულო მოგზაურობის სეზონი ოფიციალურად გახსნილია. თუ ბილეთები უკვე ნაყიდი გაქვს და ფიქრობ, რა დაგჭირდება მოგზაურობაში, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვისაა.

დღეს დაგეხმარებით შეადგინო წინასწარი საყიდლების სია, სანამ სამოგზაუროდ წახვალ. როგორი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამგზავრო ჩანთა და კიდევ რა ნივთები დაგჭირდება? ამ ყველაფერს ჩვენი გზამკვლევიდან გაიგებ.

როგორ შევარჩიოთ სამგზავრო ჩანთა

როდესაც ახალი თავგადასავლებისთვის ვემზადებით, პირველ რიგში, რაზეც გვეფიქრება, სწორედ სამგზავრო ჩანთის შერჩევაა. ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შენი ავიაკომპანიის მითითებები და ბარგიც ზუსტად დასაშვები ზომების მიხედვით შეარჩიო. ამ წესებისა და შენი საჭიროებების მიხედვით მიხვდები, სტანდარტული ჩემოდანი გინდა, კომპაქტური ხელბარგი თუ სპორტული სტილის ჩანთა.

კარგი სამგზავრო ჩანთა აუცილებლად მსუბუქი უნდა იყოს და ბევრი განყოფილება უნდა ჰქონდეს ნივთების მარტივად ორგანიზებისთვის. ასევე სასურველია, წყალგამძლე მასალისგან იყოს დამზადებული, რათა შენი ნივთები ნებისმიერ ამინდში დაცული იყოს. 

როგორი ტანსაცმელი დაგჭირდება მოგზაურობისას

ტანსაცმლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი კომფორტი და ამინდთან შესაბამისობაა. კარგი იქნება, თუ წინასწარ გათვლი, რომელ დღეს, რის ჩაცმას აპირებ. ასე თავიდან აირიდებ ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთებით ბარგის გადატვირთვას.

გამგზავრებამდე აუცილებლად გადახედე ამ სიას და ჩაალაგე:

  • სასეირნოდ მოსახერხებელი მაისურები და ტოპები.
  • კომფორტული შარვალი, შორტი ან ჯინსი, რომელიც მოძრაობაში ხელს არ შეგიშლის.
  • თბილი მოსაცმელი ან მსუბუქი ქურთუკი გრილი საღამოებისთვის.
  • საცვლები და წინდები იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე დაგეგმილი დღეების რაოდენობაა.
  • საცურაო კოსტიუმი, თუ ზღვაზე ან აუზიან სასტუმროში მიდიხარ.

როგორი ფეხსაცმელი დაგჭირდება მოგზაურობისას

მოგზაურობის დროს ფეხით სიარული ბევრად მეტი გიწევს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. ამიტომ, ფეხსაცმელი აუცილებლად რბილი და კომფორტული უნდა იყოს, რომ სიარულისას ფეხი არ გატკინოს და არც ადვილად დაიღალო.

ჩემოდანში სასურველია გქონდეს შემდეგი სახის ფეხსაცმელი:

  • რბილი სპორტული ფეხსაცმელი, სასურველია - ბოტასი.
  • ღია სანდალი ან საზაფხულო ფეხსაცმელი, თუ ძალიან დაცხა.
  • მოსახერხებელი ჩუსტი.
  • ერთი შედარებით კლასიკური მოდელი, თუ საღამოს გასვლას გეგმავ.

მოგზაურობისას საჭირო აქსესუარები

უცხო გარემოში სწორედ მცირე დეტალები გვიქმნის კომფორტს. ტრანსპორტირებისას და ქალაქში სეირნობისას აუცილებლად დაგჭირდება შესაბამისი აქსესუარები. შეიძინე მცირე ზომის გადასაკიდი ჩანთა ან წელის ჩანთა. მასში შეძლებ უსაფრთხოდ და მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას შეინახო ნაღდი ფული, პასპორტი და ტელეფონი.

არ დაგავიწყდეს შემდეგი ნივთები:

  • მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი კლიმატის შესაბამისად.
  • კისრის ბალიში და თვალის ნიღაბი თვითმფრინავში მშვიდი ძილისთვის.
  • უნივერსალური ადაპტერი უცხოურ როზეტებთან მოსარგებად.
  • წყლის ბოთლი.

როუმინგ ინტერნეტი და ტექნიკა, რომელიც მოგზაურობისას შეიძლება დაგჭირდეს 

ციფრულ ეპოქაში ინტერნეტთან კავშირის გარეშე დარჩენა საკმაოდ დიდ სირთულეებს ქმნის ნავიგაციისა თუ კომუნიკაციის კუთხით. ქუჩების მოძებნა და ინფორმაციის გადამოწმება ინტერნეტის გარეშე რთულია. ამიტომ, გამგზავრებამდე აუცილებლად გააქტიურე როუმინგ ინტერნეტი. 

ასევე, ძალიან გამოგადგება შემდეგი ნივთები:

  • პორტატიული დამტენი (Power Bank).
  • მინი-აფთიაქი ტკივილგამაყუჩებლებით, პლასტირებითა და სხვა ხშირად გამოყენებადი მედიკამენტებით.
  • წიგნი, ყურსასმენები.

სამოგზაუროდ მომზადების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა - DRESSUP.GE და mobineX დამეგობრდნენ 

ამიერიდან სამოგზაუროდ მომზადება და ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების შეძენა კიდევ უფრო გამარტივდა. შენი დასვენების უფრო სასიამოვნო გამოცდილებად ქცევისთვის mobineX და ონლაინ მაღაზია DRESSUP.GE დამეგობრდნენ. ამ ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდება.

DRESSUP.GE-ზე 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდის კოლექციაა წარმოდგენილი. აქ მარტივად შეარჩევ სამგზავრო ჩანთებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ყველა საჭირო აქსესუარს. mobineX-ის AI ასისტენტი კი სასურველი მიმართულების მიხედვით, ოპტიმალურ სატარიფო პაკეტს შეგირჩევს. ასე რომ, შეგიძლია ხარისხიანი ნივთები და როუმინგი ერთად, სწრაფად და მარტივად უზრუნველყო.

მოგზაურობისთვის მომზადება ბევრად მარტივია, როდესაც ზუსტად იცი რა ნივთები გჭირდება და რისი შეძენაა აუცილებელი გამგზავრებამდე. ორგანიზებული მიდგომა დროსაც დაგიზოგავს და ფინანსებსაც. მიჰყევი ჩვენს რჩევებს, ჩაალაგე ბარგი გონივრულად და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები მსოფლიოს გარშემო.

R