ქართველი სილამაზის დედოფალი ფრანგულ რივიერაზე - ნინი გოგიჩაიშვილის არაჩვეულებრივი ფოტოები კანიდან - Marao

ქართველი სილამაზის დედოფალი ფრანგულ რივიერაზე - ნინი გოგიჩაიშვილის არაჩვეულებრივი ფოტოები კანიდან

2026-06-10 10:15:17+04:00

მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი საზოგადოებისთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი და ნაცნობი სახეა. მან პოპულარობა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მოიპოვა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მისი მშობლები ყველასთვის საყვარელი მსახიობი და შოუმენი, გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა და ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე არიან. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი უფროსი და, ნანუკა გოგიჩაიშვილი. ნანუკაც, დის მსგავსად, წარმატებული მოდელია. მან ახლახან ძალები ახალ ამპლუაშიც მოსინჯა და შვილებთან ერთად შექმნა იუთუბ არხი, რომელიც მთლიანად საბავშვო, შემეცნებით და გასართობ კონტენტზეა მორგებული.

დღეს ნინი გოგიჩაიშვილი საზღვარგარეთ საქმიანობს. ის საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, სადაც თავის კარიერასა და საქმიანობას წარმატებით აგრძელებს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მოდელი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად ანებივრებს ულამაზესი ფოტოებითა და ვიდეოებით, ამჯერად მოდელი კანში ისვენებს და ტრადიციულად იქიდან გადაღებული ფოტოებიც გააზიარა.

nini-gogichaishvili

nini-gogichaishvili

  • ნინი გოგიჩაიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: "ამის გაზიარება არ იყო ადვილი, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ისტორიები მნიშვნელოვანია..." 

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

nini-gogichaishvili

  • "ქალი არის ის ადამიანი, რომელიც ბადებს სიცოცხლეს და ამაზე დიდი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე" - ნინი გოგიჩაიშვილი ქალის როლზე 

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.

დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.