სრული 100% დაფინანსება Bocconi University-ში. LEAF-ის კურსდამთავრებული მართა არველაძე მომავალი წლიდან იტალიის და ზოგადად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლის, საერთაშორისო ეკონომიკის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე.

მართამ წარმატებით ჩააბარა ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში და ჯამში 119 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა:
ამის შესახებ Entrepreneur Georgia წერს. მართა არველაძე ქართველი მსახიობის, ტელეწამყვანისა და ტელესახის, სალომე შარვაძის ქალიშვილია.
“საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრი საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ საერთაშორისო განათლება უფრო ფართო შესაძლებლობებს, მრავალფეროვან გამოცდილებასა და ძლიერ პროფესიულ კავშირებს მომცემდა. ბოკონის უნივერსიტეტი ჩემი საოცნებო უნივერსიტეტი იყო.
LEAF-მა დიდი დახმარება გამიწია უნივერსიტეტების შერჩევისა და განაცხადების მომზადების პროცესში, რამაც ყველაფერი ბევრად უფრო ორგანიზებული და მარტივი გახადა.უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აკადემიური ხარისხი, საერთაშორისო რეპუტაცია, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და ძლიერი პროფესიული ქსელი. სწორედ ამიტომ საბოლოოდ არჩევანი ბოკონის უნივერსიტეტზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მქონდა შეთავაზებები სხვა უნივერსიტეტებისგანაც, ბოკონის საერთაშორისო კავშირებმა, კარიერულმა შესაძლებლობებმა და სტუდენტურმა გარემომ ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება.
ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით ინტერესი სასკოლო ცხოვრებისა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის დროს ჩამომიყალიბდა. სკოლის პრეზიდენტობის პერიოდში გუნდების მართვა, პროექტების დაგეგმვა და პარტნიორებთან კომუნიკაცია მომიწია, რამაც დამანახა, რამდენად მაინტერესებს ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული პროცესები.
მილანში სწავლას დიდი მოლოდინებით ვიწყებ. ველოდები მაღალი დონის აკადემიურ გამოცდილებას, საერთაშორისო გარემოს და შესაძლებლობას, გავიზარდო როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. მინდა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში საქართველოში დავაბრუნო და აქ გამოვიყენო.”
ამ დიდი წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში სალომე შავაძემაც დაწერა:
"ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა. მართამ 100% იანი დაფინანსება მოიპოვა Bocconi University-ში. ამ წარმატების უკან დგას ბევრი შრომა, თავდადება და რწმენა. უსაზღვროდ ვამაყობ შენით, დე! წინ ახალი შესაძლებლობები, საინტერესო გამოწვევები და კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებია. მადლობა, შენ ხარ ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება!"