12, 13 და 14 ივნისს „ბიბლუსის აუთლეტ ბაზრობა“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით დახვდება. ბაზრობის სტუმრები სრულ ასორტიმენტზე 40% ფასდაკლებით + 40% ქეშბექით ისარგებლებენ.
სამი დღის განმავლობაში, ადგილზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლები, რომლებიც გადახდას საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით შეასრულებენ, 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ხოლო დაზოგილი თანხა ბარათზე აისახება მომენტალურად, გადახდისთანავე.
შეთავაზება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, სადაც ლიმიტები ბრენდების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- „ბიბლუსი“, XS Toys და „პეპელა“ - ქეშბექის ჯამური მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 100 ლარს;
- ბავშის ტანსაცმლის ცნობილი ამერიკული ბრენდის, Carter's-ის პროდუქციაზე მოქმედებს დამატებითი ლიმიტი - მაქსიმუმ 100 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ბიბლუსის აუთლეტ ბაზრობაზე დაგხვდებათ წიგნებისა და სხვა თემატური აქსესუარების მრავალფეროვანი პროდუქცია. ამასთან, თქვენ გელოდებათ სათამაშოებისა და ბავშვის ტანსაცმლის დიდი ასორტიმენტი.
3-დღიანი ბაზრობა გაიმართება „ჰუალინგ პლაზაში“, რომლის მისამართია ჯუმბერ ლეჟავას 22.
R