"მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ, რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი“ - რა თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილებისა და ყოფილი მეუღლის შესახებ - Marao

"მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ, რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი“ - რა თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილებისა და ყოფილი მეუღლის შესახებ

2026-06-11 12:01:08+04:00

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თემურ ებიტაშვილის გადაცემაში სტუმრობისას საკუთარ კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და შვილებზე ვრცლად ისაუბრა.

NANUKA-JORJOLIANI

  • ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის შესახებ: "მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“ 

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუ

  • ირაკლი კოდუა

ნანუკამ აღნიშნა, რომ კრიმინალის ჟურნალისტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ირაკლი კოდუას მეუღლე გახდა. ნანუკას მიაჩნია, რომ როდესაც არჩევანი ოჯახსა და პროფესიას შორის დგება, ადამიანმა ყოველთვის ოჯახი უნდა აირჩიოს.

"მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ, რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი, იმიტომ, რომ მაშინ ვფიქრობდი, რომ აი, ეგ მიჯნა არ იარსებებდა. წარმოიდგინე, ვმუშაობდი კრიმინალის ჟურნალისტად და ის ადამიანი, ვისთანაც ვცხოვრობ, არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.  ჩვენ ამ თემაზე კამათი გვქონდა. მე მქონდა კამათი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანებთან და უთქვამთ, რომ აი, მე არ დამიკარგავს ჟურნალისტიკაო. აი, რანაირად? რას ირჩევ? ირჩევ შენ იმ ადამიანს, რომელიც შენთვის ძვირფასია და შეგიყვარდა იმ დროისთვის, თუ ირჩევ პროფესიას? მე არ ვიცი, არ მომეწონებოდა ის ადამიანი, რომელიც პროფესიას აირჩევს და საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. მე მგონია, რომ ოჯახი უნდა აირჩიო ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პროფესიასა და ოჯახს შორის ირჩევ და, თუ ამ არჩევანის წინაშე დგახარ, მაშინ უნდა წახვიდე იქიდან. წავედი და ვაკეთებდი "ნანუკას შოუს“, სადაც ეს სტანდარტები არ მომეთხოვებოდა - "ნანუკას შოუში“ ეგ სტანდარტები არ არსებობს. იდეაში, მე არ ვიცი, რა არის, როდესაც ვგულისხმობთ ობიექტურ და არაობიექტურ ჟურნალისტიკას. დამისახელეთ ტელევიზია ამ სამყაროში, თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლობა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც სწორხაზოვნად ობიექტურ ხაზს ატარებს," - ამბობს ნანუკა.

მარიამ გეგუჩაძე

გადაცემაში წამყვანმა უფროს ქალიშვილზე, მარიამზეც ისაუბრა, რომელიც ახლა 29 წლისაა და დაოჯახების გამო კარიერული ტაიმაუტი აქვს აღებული. ნანუკა აღფრთოვანებულია შვილის ხასიათით და თვისებებით

"ჩემს შვილს, მარიამს, ახლა ტაიმაუტი აქვს აღებული. ამ ტაიმაუტს ვერ ვეგუები, რადგან ვფიქრობ, რომ მან თავის დროზე ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. მარიამი ძალიან მომწონს, მომწონს მისი ფაქტურა, ხასიათი და საერთოდ, საოცარი გოგოა. მარიამისნაირი რომ ვიყო მე პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი. თავისი ყველაფრით, რაც კი გააჩნია, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფაქტურაა.

ახლა ტაიმაუტი, რომ აქვს აღებული ობიექტური მიზეზების გამო მოხდა, დაოჯახდა და უნდა, რომ ცხოვრება შეირგოს ამ კუთხით. უნდა, რომ დილით არ იღვიძებდეს. ახლა 29 წლისაა, პატარა ხომ აღარ არის? თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში, სადღაც იყო აქტიური, იბრძოდა და ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც გათხოვდა. როდესაც ოჯახდები აქტივიზმს და ოჯახს ერთად ვერ ალაგებ, რაღაც ეტაპი გჭირდება, როდესაც ყველაფერს უნდა გაუმკლავდე.

ერთის მხრივ, ვუგებ და მესმის მისი, რადგან მე და მარიამმა ცხოვრებაში ბევრი რამ ძალიან ერთნაირად გამოვიარეთ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მაინც მენანება. მენანება ის „მეორე მარიამი“, რომელიც წინა პლანზე იყო და ძალიან მომწონდა მისი ეთერები" - ამბობს ნანუკა.

  • "ჩემი მეუღლე არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი ურთიერთობა იყო... ჩემზე უმცროსია" - ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი 

NANUKA-JORJOLIANI

საბა კოდუა

რაც შეეხება ვაჟს, საბას, მას დედის აქტიურობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს და თვლის, რომ ნანუკა გარკვეულწილად ეგოისტურად იქცევა, რადგან ამ ბრძოლასა და თავდადებას მას არავინ დაუფასებს.

"საბა თვლის, რომ ეგოისტი ვარ და არ ვფიქრობ მასზე. მითხრა, შენ არავინ არაფერს დაგიფასებს და მადლობას არ გეტყვიანო. გაოგნებული ვიყავი.

ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს მადლობის გულისთვის არ ვაკეთებდი. მიპასუხა, შენი ტიპებიც, ვისთან ერთადაც იბრძვი, ნახე როგორ გისაფრდებიანო. მე ვკითხე, პატიმრებისთვის მიცემული პირობა, რომ დავარღვიო, შენ შენი შეგნებით მოგეწონები მეთქი? შესაძლოა მათ ადგილზე მარიამი ყოფილიყო მეთქი.

საბამ მითხრა, მე რომც დავინტერესდე ამ თემებით, მუდამ ჩემს გვარს წამომაძახებენ და შემდეგ თავი უნდა ვიმართლოო. თან მამაჩემის გვარს მარტო ქოცები კი არა, არამედ შენი თანამებრძოლებიც წამომაძახებენო. ჩემი აქტიურობა არ არის ის, რასაც მე სახლში მიგებენ" - ამბობს ნანუკა.