რატომ ენდობიან მსხვილი დეველოპერები CLC Elevator-ს: 5 ფაქტორი, რომლებიც ბრენდს ბაზარზე გამოარჩევს - Marao

რატომ ენდობიან მსხვილი დეველოპერები CLC Elevator-ს: 5 ფაქტორი, რომლებიც ბრენდს ბაზარზე გამოარჩევს

2026-06-11 13:07:21+04:00

სამშენებლო კომპანიები პარტნიორს განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ. როცა შენობა ექსპლუატაციაში შედის, ლიფტის გამართული ფუნქციონირება მაცხოვრებლების კომფორტისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია. 

საქართველოს ბაზარზე დეველოპერებისთვის სანდო ლიფტების კომპანიაა CLC Elevator.  „ანაგი", “ალფა სახლი”, „საბა ქონსთრაქშენი", ALMA, „არაკი" - ეს პარტნიორების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 

საინტერესოა, რა არის ის კონკრეტული ფაქტორები, რის გამოც CLC Elevator-ს ირჩევენ.

პროდუქცია, რომელსაც გლობალური რეპუტაცია აქვს

დეველოპერისთვის ლიფტის ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მხოლოდ მარკეტინგული გათვლა არ არის.  ბრენდის უკან კონკრეტული ტექნოლოგია, ტესტირების ისტორია, გამოცდილება და საწარმოო კულტურა დგას. CLC Elevator ამჟამად საქართველოში ექსკლუზიურად საერთაშორისო ბრენდ FUJISJ-სთან თანამშრომლობს.

FUJISJ იაპონური ბრენდია, რომელიც საინჟინრო გამოცდილებას ჩინურ სამრეწველო შესაძლებლობებთან აერთიანებს. მწარმოებლის ლიფტები ათწლეულების განმავლობაში დახვეწილი ტექნოლოგიებით იქმნება, რაც დეველოპერს აძლევს გარანტიას, რომ მოწყობილობა საიმედო იქნება. 

ევროპული უსაფრთხოების სტანდარტები 

საქართველოში ლიფტის ექსპლუატაცია მკაცრად რეგულირდება. ტექნიკური ინსპექტირება ყოველ სამ წელიწადში ერთხელაა სავალდებულო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მფლობელს ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება, განმეორებით კი - გაორმაგებული.  

ლიფტების კომპანია CLC Elevator-ის მიერ დამონტაჟებული სისტემები ქართულ კანონმდებლობასთან ერთად ევროპულ სტანდარტებსაც (EN 81-20, EN 81-50) აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დამონტაჟებული ლიფტი ავარიული გაჩერების სისტემით, გადატვირთვის სენსორებით, კარების უსაფრთხოების მექანიზმებითა და საგანგებო კომუნიკაციის საშუალებებითაა აღჭურვილი. ამგვარად, ინსპექტირებისთვის მზადების პროცესი დეველოპერისთვის უპრობლემოდ წარიმართება, რადგან მოწყობილობა თავიდანვე შესაბამის მოთხოვნებზეა მორგებული.

სერვისი, რომელიც მონტაჟით არ მთავრდება

ლიფტის დამონტაჟება პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. დეველოპერისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს კომპანია გაუმართაობაზე, რა პერიოდულობით ტარდება პროფილაქტიკური შემოწმება და რამდენად ხელმისაწვდომია სათადარიგო ნაწილები.

CLC Elevator ყოველთვიურ ტექნიკურ შემოწმებას, უსაფრთხოების ტესტირებასა და წლიურ სრულ დიაგნოსტიკას ატარებს. ამას ემატება საგანგებო სერვისი. დეველოპერისთვის ეს კომფორტულია, რადგან პროექტის ჩაბარების შემდეგ პრობლემების პრევენციულად აღმოფხვრის ხარჯზე ლიფტი გამართულად იმუშავებს.

პროდუქციის სპექტრი, რომელიც პროექტის სპეციფიკას პასუხობს

სამშენებლო პროექტები სხვადასხვა ტიპისაა - საცხოვრებელი კომპლექსი, ოფისი, კომერციული ობიექტი, საავადმყოფო. თითოეულს განსხვავებული მოწყობილობა სჭირდება. სამგზავრო ლიფტის ტექნიკური მოთხოვნები სატვირთოსგან არსებითად განსხვავდება, ხოლო შშმ პირთათვის განკუთვნილ ლიფტს დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები აქვს.

CLC Elevator-ის კატალოგი ამ სხვაობებს ითვალისწინებს. კომპანია სამგზავრო, სატვირთო, საავადმყოფოს, პანორამული ლიფტებისა და ესკალატორების იმპორტზე, მონტაჟსა და შემდგომ მხარდაჭერაზე მუშაობს. ამასთან, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კაბინის დიზაინი, კარებისა და სამართავი პანელის კონფიგურაცია ინდივიდუალურად, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, ირჩევა. 

ბაზარზე აღიარებული რეპუტაცია

დეველოპერებისთვის პარტნიორის შერჩევისას რიცხვებსა და ფაქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. 2026 წლის მონაცემებით, კომპანიას 3,500-ზე მეტი დასრულებული და 400-მდე მიმდინარე პროექტი აქვს. ეს ციფრები იმაზეც მეტყველებს, რომ არსებული პარტნიორები თანამშრომლობას აგრძელებენ და ახალი დეველოპერებიც ემატებიან. 

CLC Elevator 2022-2025 წლებში ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა წლის ლიდერ კომპანიად „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა" და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის" მიერ. 2022 და 2023 წლებში კომპანიამ „ოქროს ბრენდის" ჯილდოც მოიპოვა. 

ამ ხუთი ფაქტორის ერთობლიობა - საერთაშორისო პროდუქცია, უსაფრთხოების სტანდარტები, სერვისი, მრავალფეროვანი კატალოგი და გამოცდილება - ისაა, რის გამოც მსხვილი დეველოპერები CLC Elevator-ს ირჩევენ. 

R