ლეგენდარული ალ პაჩინოს გამოჩენამ გულშემატკივრები გააოცა: 86 წლის მსახიობის ცნობა თითქმის შეუძლებელია - Marao

ლეგენდარული ალ პაჩინოს გამოჩენამ გულშემატკივრები გააოცა: 86 წლის მსახიობის ცნობა თითქმის შეუძლებელია

2026-06-11 13:05:10+04:00

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო ნიუ-იორკში მიმდინარე ტრიბეკას კინოფესტივალის ფარგლებში თავისი ახალი ფილმის, Killing Castro მსოფლიო პრემიერას დაესწრო.

ფილმის პრემიერა 9 ივნისს გაიმართა და ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. ოფიციალური ინფორმაციით, ფილმი ისტორიულ-პოლიტიკური თრილერია, რომლის სიუჟეტი 1960 წელს, ნიუ-იორკში ფიდელ კასტროს ვიზიტის ფონზე ვითარდება. ალ პაჩინო ფილმში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერატორის როლს ასრულებს.

უცხოურ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების მიხედვით, 86 წლის მსახიობი პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე ის კლასიკურ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ფოტოგრაფების ობიექტივების წინ პოზირებდა.

al-pachino

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი დიეგო ბონეტა, მუსიკოსი და პროდიუსერი დიჯეი ხალედი, ასევე მსახიობები შოლო მარიდუენია, კიკი ლეინი, ნიკოლ ბეჰარი და ალექსანდერ ლუდვიგი.

ფილმის რეჟისორი ეიფ რივერაა. Killing Castro მაყურებელს ფიდელ კასტროს აშშ-ში ისტორიული ვიზიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობს.

ალ პაჩინოს გამოჩენა ტრიბეკას ფესტივალზე განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა, რადგან ოსკაროსანი მსახიობი ბოლო წლებში იშვიათად მონაწილეობს საჯარო ღონისძიებებსა და წითელი ხალიჩის ცერემონიებში. სწორედ ამიტომ, მისი ყოველი გამოჩენა როგორც მედიის, ისე კინომოყვარულების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

al-pachino

ალ პაჩინოს კარიერა

1971 წელს, ფილმში "პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ნარკომანის როლი შეასრულა. სწორედ ამ ფილმით მიიქცია მან ლეგენდარული რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება.

1972 წელს ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლია" - 1974-75 წლებში, გამოჩნდა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლია III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. 

მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. თუმცა 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე,  ტონი მონტანას როლი შეასრულა და თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თავისი კარიერის საუკეთესო როლად ალ პაჩინო სწორედ ტონი მონტანას მიიჩნევს.

al=pachino

რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; „ნაიარევ სახეზე“ მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. „როცა ვთამაშობ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.