მოდის გაკვეთილი რიანასგან - როგორ ვაქციოთ მონოქრომული სტილი ხელოვნებად - Marao

გაკვეთილი რიანასგან - როგორ ვაქციოთ მონოქრომული სტილი ხელოვნებად

2026-06-11 13:41:26+04:00

როდესაც საქმე მოდას და თვითგამოხატვას ეხება, Rihanna-ს შეცდომები თითქმის არ მოსდის. მომღერალმა, ბიზნესვუმენმა და თანამედროვეობის სტილის ხატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი ფერის ტონალობებში შექმნილი იმიჯი შეიძლება ისეთივე ეფექტური, თამამი და დაუვიწყარი იყოს, როგორც ყველაზე ჭრელი და ექსტრავაგანტური კომბინაციები.

ნიუ-იორკში გამართულ Tribeca X Festival-ზე რიანას გამოჩენამ მოდის კრიტიკოსების უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ვარსკვლავი ღონისძიებას მისი პარტნიორის, A$AP Rocky-ს მხარდასაჭერად დაესწრო, რომელიც ფესტივალზე სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. თუმცა, საზოგადოების მზერა მაინც მომღერლის მონოქრომულმა, ოქროსფერ-ქარვისფერმა ლუქმა მიაჯაჭვა.

ვარსკვლავმა არჩევანი შემდეგ ელემენტებზე შეაჩერა, სხეულზე მომდგარი, ელეგანტური ხავერდის კაბა და იმავე ტონალობის გრძელი, მდიდრული ტყავის პალტო.

rihhana

"რიანამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მონოქრომული ჩაცმა არ ნიშნავს მოსაწყენ ან უსაფრთხო არჩევანს. სხვადასხვა მასალის - ხავერდის, ტყავისა და მეტალის აქსესუარების - გონივრული შერწყმით, მან ერთფეროვან პალიტრას საოცარი სიღრმე და დინამიკა შესძინა." - ვკითხულობთ VOGUE-ის გვერდზე.

მოდის ექსპერტების შეფასებით, ეს ვიზუალი იდეალური მაგალითია იმისა, თუ რატომ რჩება ბარბადოსელი ლამაზმანი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად.

rihhana

ვინ არის რიანა

ცნობილი მომღერალი რიანა 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა. ბავშვობა რთულ სოციალურ პირობებში გაატარა, თუმცა მუსიკამ და შემოქმედებამ პატარა ასაკიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მუსიკალური ნიჭი და გამორჩეული ხმის ტემბრი მალევე იქცა მის გამორჩეულ იდენტობად.

მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers-თან შეხვედრისას 2003 წელს. მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ გაიგზავნა რამდენიმე ჩამწერ სტუდიაში, შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა „Def Jam Recordings“-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერ Jay-Z-სთან. რიანას სადებიუტო ალბომი იყო „Music of the Sun“ (2005), რომელმაც „ბილბორდის" მონაცემებით, ტოპ-ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს „Pon de Replay“ ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო.

rihhana

რიანამ გაყიდა 41 ალბომი და 150 მილიონი სიმღერა საზღვარგარეთ. მისი ბევრი სიმღერა ყველა დროის ყველაზე მაღალგაყიდვადია, მაგალითად: „Umbrella“, „Take a Bow“, „Disturbia“, „Only Girl (In the World)“, „S&M“, „We Found Love“, „Diamonds“ და „Stay“. გახდა ყველაზე ახალგაზრდა სოლო-შემსრულებელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: რვა "გრემი", რვა American Music Awards, 23 Billboard Music Awards, და ორი BRIT Awards. American Music Awards-ზე 2013 წელს მან მიიღო პირველი Icon Award-ის წოდება. 2014 წელს მიიღო მთავარი ჯილდო The Council of Fashion Designers of America (CFDA) -სგან. 

რიანა და როკი მუსიკალურ ინდუსტრიაში პოპულარული და გავლენიანი წყვილია. მათ პირველი შვილი RZA 2022 წლის მაისში შეეძინათ, მეორედ კი მშობლები გასულ ზაფხულს, აგვისტოში გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რიანა ორივე ორსულობას მალავდა და დიდი ხნის მანძილზე არც პირველი შვილის ფოტოები გაუსაჯაროებია, მოგვიანებით ოჯახი ერთად გამოჩნდა და მუსიკოსმა შვილები საზოგადოებასაც გააცნო.  წყვილი უკვე სამი შვილის მშობელია. 2025 წლის 13 სექტემბერს Rocki Irish Mayers დაიბადა.