გიფიქრიათ, რატომ გამოიყურება თქვენი სახე დაღლილად მიუხედავად იმისა, რომ თავს მხნედ გრძნობთ? პასუხი, შესაძლოა, თქვენი ტუჩების დაწეულ კუთხეებსა და დაკარგულ ტენიანობაში იმალებოდეს. და იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ სახეზე ასაკს ყველაზე ხშირად არა თვალების გარშემო არსებული ნაოჭები, არამედ ტუჩები გასცემს? წლებთან ერთად დაკარგული მოცულობა, წვრილი ვერტიკალური ნაოჭები და დაწეული კუთხეები სახეს დაღლილ, სევდიან იერს სძენს მაშინაც კი, როცა შესანიშნავ ხასიათზე ხართ. თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ რეალურად ამ პრობლემის მოგვარება იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
გარკვეული ასაკის შემდეგ მცირდება კოლაგენის, ელასტინისა და ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის გამომუშავება, მიმდინარეობს ქსოვილების დეჰიდრატაცია, რაც კანის სტრუქტურის რღვევას იწვევს. ეს კი ვიზუალურად საკმაოდ შესამჩნევია. თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფილერი ოქროს სტანდარტია.
როდის არის ფილერი არა კაპრიზი, არამედ აუცილებლობა?
არსებობს კონკრეტული ნიშნები, როდესაც ტუჩის ასაკობრივი კორექცია საუკეთესო ანტიასაკობრივი გადაწყვეტილებაა:

ფილერთან დაკავშირებული მთავარი შიში
ასაკობრივი კორექციის გადაწყვეტილების მიღებისას ქალებს ხშირად აფერხებთ გადამეტებული მოცულობის ან არასასურველი ფორმის ტუჩის მიღების შიში. ბევრი ფიქრობს იმ ტკივილზეც, რომელსაც უშუალოდ პროცედურა იწვევს. თუმცა თუ სწორად შეარჩევთ კლინიკასა და სპეციალისტს, ვინც თქვენს ტუჩზე იმუშავებს, ამ რისკებისგან დაზღვეული იქნებით. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოყენებული პრეპარატების ხარისხი. დღეს არსებობს ისეთი პრემიუმ საშუალებებიც, რომლებიც შეიცავს ლიდოკაინს და პროცედურას სრულიად უმტკივნეულოს ხდის. მაღალი ხარისხის პრეპარატი მდგრადი და უსაფრთხო შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.
გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ Fillmed ტუჩის კორექციის დროს.
Fillmed-ის ჰიალურონის მჟავა მუშაობს როგორც მძლავრი ჰიდრატანტი. ის ქსოვილს ხელოვნურად კი არ ბერავს, არამედ იზიდავს და აკავებს ტენს უჯრედულ დონეზე. ტუჩები მომენტალურად იბრუნებს ახალგაზრდულ ტექსტურას, სირბილესა და ბუნებრივ ბზინვარებას.
Fillmed-ის პრეპარატების ხაზი იყენებს უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა ფილერი იდეალურად განაწილდეს ქსოვილში. ის წვრილ ნაოჭებს ავსებს, შედეგად ზედაპირი ხდება გლუვი და სასიამოვნო.

ამ ბრენდის პრეპარატების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ის გახლავთ, რომ მიმიკას არ ცვლის და ტუჩებს არ ამკვრივებს. ის სრულად ინტეგრირდება ქსოვილში და საუბრისას თუ ღიმილისას ტუჩი რბილი, მოძრავი და ბუნებრივი რჩება.
გახსოვდეთ, ასაკობრივი ტუჩის კორექციის მიზანი არა ახალი იმიჯის შექმნა, არამედ იმ ბუნებრივი სილამაზისა და ანატომიის დაბრუნებაა, რომელიც წლებთან ერთად იკარგება. Fillmed-თან ერთად ეს პროცესი არის უსაფრთხო და უმტკივნეულო, შედეგი კი - ლამაზი და გარანტირებული.
R